ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირმა ინაშვილი: ვანო ჯავახიშვილი სააკაშვილის ბინძურ დავალებას ასრულებს, და „იუმორს” პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად იყენებს

ირმა ინაშვილი: ვანო ჯავახიშვილი სააკაშვილის ბინძურ დავალებას ასრულებს, და „იუმორს” პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად იყენებს

„პატრიოტთა ალიანსის’ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა  განაცხადა,  რომ გიორგი სანაიას შემდეგ შესაძლოა ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა იგეგმებოდეს., რასაც დიდი აჯიოტაჟი მოჰყვა. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ემზარ კვიციანის პოსტს და ვანო ჯავახიშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ მუქარას ეხება.

“ბევრჯერ მითქვამს, რასაც რუსთავი-2 და კონკრეტულად, ვანო ჯავახიშვილი აკეთებს, ეს არაა არც იუმორი და არც ჟურნალისტიკა. მთელი 1 წლის მანძილზე მიზანმიმართულად გვებრძოდნენ, ვითომ კომედიური ჟანრის ქვეშ. სინამდვილეში, სააკაშვილის ბინძურ დავალებას ასრულებდნენ. “იუმორი” მათთვის პოლიტიკური ოპონენტების განადგურების, მათი იმიჯის დაზიანების საშუალებაა და სხვა არაფერი. ეს “იუმორი” ფული ღირს. ეს “იუმორი” პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთაზე, მის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე ღიად ვისაუბრებ მომავალი კვირიდან.

P.S. რასაც ვანო ჯავახიშვილი იუმორს უწოდებს, ის სინამდვილეში ცილისწამება, ტყუილი, ადამიანების აბუჩად აგდება, ღირსების შელახვა, დამცირებაა და ეს დასჯადი დანაშაულია. რეალურად ესაა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ.”

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com