-ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
„ჩვენს შემდეგ შემოვა ხალხი, რომელმაც სულხან მოლაშვილი აწამა და პირდაპირ ცოცხალი სულხან მოლაშვილი ამბობდა ბოკერიამ მაწამაო და ეს ბოკერია ცოტა ხანში აქ ისეთ კონცერტს ჩაატარებს, ახია „ქართულ ოცნებაზე“! —პირდაპირ გეუბნებით, ახია, იმიტომ, რომ თქვენმა პოლიტიკამ, კოჰაბიტაციამ, ჩახუტებამ, გადარჩენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ამ მწამებლებმა: საგამოძიებო კომისია შექმნეს და მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს! პოლიტიკური ამორალიზმია, რაც აქ ხდება, ამ შენობაში! და დიდი აზროვნება სახელმწიფოებრივი გჭირდება იმისათვის, რომ ეს უსამართლობა და ეს უსინდისობა აიტანო ამ შენობაში! და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენა, რაზეც ჩვენი თანამებრძოლი და ჩვენი გუნდის წევრი ბატონი ემზარ კვიციანი საუბრობს ახლა! მე დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ ეპიზოდის გამოძიებაც მოხდება, ბატონ შსს-ს მინისტრს მივმართავ ამ შემთხვევაში: სულხან მოლაშვილის წამების ეპიზოდის! იმიტომ, რომ კონკრეტული დამნაშავეები არიან, რომლებიც უნდა დაისაჯონ! ციხის ბუნტი გავიხსენოთ: ვინ ისროდა, ვინ მოაწყო, ვინ ორგანიზება გაუკეთა და ასე შემდეგ! —ასე რომ, ჩვენ ხელი არ ჩაგვიქნევია სამართლიანობის აღდგენაზე და არც ამ ხალხს არ ვაბლატავებთ ამ ქვეყანაში – ჟარგონი რომ გამოვიყენო და უკაცრავად ამ ჟარგონისთვის! „ -ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
Posted by დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი on პარასკევი, 13 ივლისი, 2018
მოგეხსენებათ ასევე, რომ საქართველოს პარლამენტს წინა წლებში მიღებული აქვს დადგენილება და დადასტურებული აქვს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა: 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი სწორედ ამ პარლამენტმა დაადასტურა, რომ გვყავს!
ასევე, საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით დაადასტურა წამების ფაქტები ქვეყანაში და მკაფიოდ აღნიშნა ამ დადგენილებაში, რომ წამების ფაქტებს ორგანიზებას უწევდნენ მაღალი თანამდებობის პირები: მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები!…
–ეხლა მე გეკითხებით თქვენ: „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობას: ეს დადგენილებები სახეზე გვაქვს: თუ პოლიტპატიმრები არსებობდნენ, თუ წამების ფაქტებს ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და სისტემური დანაშაული იყო ეს, რაც პარლამენტმა დაადასტურა, მაშინ რატომ არ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები და რატომ არ უნდა გამოიკვეთონ ფიგურანტები?! თუ თქვენ ის გინდათ, რომ მუდმივ რეჟიმში ამას გვაყურებინოთ, როგორ ეჟღურტულებით ერთმანეთს თქვენ და ბოკერიები?! დაამთავრეთ ეს მარაზმი, ძალიან გთხოვთ!
მოვუწოდებ საკონსტიტუციო უმრავლესობას, იხელმძღვანელეთ სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე! მხარი დაუჭირეთ ჩვენს რეზოლუციას!
მე ვიცი, რომ ერთი მზაკვრობა გაქვთ ჩაფიქრებული: გინდათ, რომ ეს რეზოლუცია გაჭიმოთ, დროში გაწელოთ, მერე საზოგადოებას დაავიწყოთ. და როგორც მანამდე გვეუბნებოდით, რომ: წარსული დაივიწყეთ, ჩაეხუტეთ დამნაშავეებს, მერე გვითხრათ, რომ არავის არ ახსოვს ეს რეზოლუცია!
მინდა გაგაფრთხილოთ აქედანვე: პარლამენტის თავმჯდომარისგან ვითხოვ განსაკუთრებულ თანამონაწილეობას და ყურადღებას ამ პროცესში და მინდა გთხოვოთ შეხვედრა. ამ პლენარული სხდომის ფარგლებში შევხვდეთ და გავიაროთ ეს საკითხები, იმიტომ რომ თქვენ ისე თათბირს და შეხვედრას არ მართავთ თქვენს ვიცე სპიკერებთან.
ბოკერიასთან მართავთ ალბათ, ჩემთან არა! და მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ იმ ადამიანების: ათასობით ადამიანის განწყობა, რომელმაც ხელი უკვე მოაწერა ამ რეზოლუციას!
დღევანდელი მონაცემებით ორასი ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე საქართველოს პარლამენტისგან ითხოვს შეფასდეს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმი! თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ეს იქნება ძალიან მძიმე დარტყმა ქართული სახელმწიფოსთვის. მე ქართული სახელმწიფოს მომავალი და ჩვენი შვილების მომავალი მადარდებს, თორემ თქვენი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, ეხლა თქვენ თითონ რომ გჭამთ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ჩვენ უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ის მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს. ერთი მაგალითი მაინც მითხარით, სადაც ასეთი იდიოტობა ხდება სხვა ქვეყანაში, თქვე უსირცხვილოებო!“ – ირმა ინაშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
რეზოლუცია დაისაჯონ დამნაშავეები-განაცხადა ირმა ინაშვილმა