ახალი ამბები
Home / აქცია / “ირანული მთავარ შანდალი”, “მთავარსარდალო” ჯარი გვყავს! ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ”

“ირანული მთავარ შანდალი”, “მთავარსარდალო” ჯარი გვყავს! ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ”

მ წუთებში ათონელის რეზიდენციასთან ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობა” აქციას მართავს. აქციის მონაწილეებს თან აქვთ გიორგი ანწუხელიძის ფოტოები. ასევ პლაკატები წარწერებით: “ირანული მთავარ შანდალი”, “მთავარსარდალო” ჯარი გვყავს! ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ”.

აქციის მონაწილეებმა “პრეზიდენტის პოლიტიკურ გარდაცვალებას” წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

როგორც “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტი გამოვიდეს და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჯარისა და საზოგადოების წინაშე.

“ერთი დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემა ის გვაქვს, რომ ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გვყავს, რომელმაც აკადრა ამ ქვეყანას, აკადრა არმიას, რომ თუმე არ გვყავს და ყველაზე გულისამრევი რაც იყო – არც გვყავს და არც გვეყოლებაო. რუსები რასაც გველაპარაკებიან, ეს არის ზუსტად. ეს არის ქართული სახელმწიფოსა და ქართული ინსტიტუტის შეგნებულდ აბუჩად აგდება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ არმია არის ჩვენი საფიცარი და ეს ქალი გამოდის და ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს. მაშინ რისი მთავარსარდალია, აგვიხსნას”, – განაცხადა ელისაშვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

უგულავა, კეზერაშვილი და სხვები, ყოფილი მაღალჩინოსნების ზღვარგადასული გართობა

ეს ფოტოები წვეულების ერთ-ერთმა სტუმარმა მოგვაწოდა. მისი თქმით, ფოტოები ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, მისი მეუღლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com