ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირანელმა რეპერმა ამირ ტატალომ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ მაყურებელს: განაცხადა, რომ ის აპირებს მოიხმაროს მარიხუანა და „ფეხებს ვერავინ მოსჭამს“…(ვიდეო)

ირანელმა რეპერმა ამირ ტატალომ შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ მაყურებელს: განაცხადა, რომ ის აპირებს მოიხმაროს მარიხუანა და „ფეხებს ვერავინ მოსჭამს“…(ვიდეო)

 ირანელი მომღერლის, ამირ ტატალოს გამოსვლის ვიდეო-მასალას ქართული ტიტრებით პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს.

როგორც „2020NEWS-ს“ ყოფილმა დეპუტატმა განუცხადა, რეპერი მიგრანტებმა მოიწვიეს და ფილარმონიის დარბაზიც მათ დაიქირავეს. კონცერტის მსვლელობისას, ამირ ტატალომ განაცხადა, რომ ის აპირებს მოიხმაროს მარიხუანა და „ფეხებს ვერავინ მოსჭამს“. ეს საქციელი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამრღვევთა კოდექსის 159-ე მუხლის მე-პრიმა მუხლით ისჯება, რაც ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდას ითვალისწინებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ რეპერს მაისურზე „კალაშნიკოვის” იარაღი ჰქონდა გამოსახული, რაც ერთგვარი გზავნილიც არის“ – განაცხადა „20202NEWS“-თან დიმიტრი ლორქიფანიძემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმითვე, ვიდეო აღმოსავლეთმცოდნეს ათარგმნინეს.

„ჩვენ ვიდეო ბატონ გურამ ქართველიშვილს მოვასმენინეთ, რომელიც გახლდათ აღმოსავლეთმცოდნე და დაადასტურა, რომ იყო ქართველი საზოგადოების მიმართ შეურაცხმოფელი გზავნილები. შესაბამისად, საინიცივატიო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალ 13:00 საათზე საპროტესტო აქცია გავმართავთ, რათა ირანის საელჩოს კულტურის ატაშესგან მივიღოთ განმარტებები და მოვითხოვოთ მოდიშის მოხდა“, – განაცხადა „2020NEWS-ს“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობაჟანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანელი მომღერლის სიტყვები, რომელსაც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, არასწორად არის თარგმნილი.

გადამევსო პირადი შეტყობინებების სივრცე ამ გამოშტერებული ამირ თათლუს ვიდეოთი. საინტერესოა, ვინ თარგმნა ის ტექსტი, რომელიც ამ ვიდეოს ტიტრებად ადევს; ვინ არის საქართველოში ირანული ჟარგონისა და არგოს ისეთი მცოდნე, რომ იქ, სადაც ადამიანი ამბობს, მე რომ მოვწიო, რა მოხდებაო, – ვიღაც თარგმნის: მე რომ მოვწიო, ამათ რა ჩემი ის იმასუნდამიქნანო“,– წერს გიორგი ლობჟანიძე.

ამასთან, როგორც ლობჟანიძე წერს, მიუხედავად არასწორი თარგმანის გავრცელებისა, თბილისში ირანელი მომღერლის კონცერტი მაინც აჩენს რამდენიმე კითხვას.

„მე არავის ვიცავ, მითუმეტესგანგრეულ ნარკომანს, რომელიც რას ბოდავს, თვითონაც ვეღარ იგებს, მაგრამ რამდენიმე პრინციპული შეკითხვა მაინც გამიჩნდა: ვინ (კონკრეტულად რომელი პიროვნებები და ორგანიზაციები) უკეთებენ ირანელი მომღერლების კონცერტებს ორგანიზებას საქართველოში; ვინ აქირავებს ფილარმონიისა და სპორტის სასახლის შენობებს ირანელ მომღერლებზე, რა პირობებითა და რომელი კანონის საფუძველზე; და რაც მთავარია – ვის აძლევს ხელს ირან-საქართველოს დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობების დაძაბვა. რატომ ტეხენ ისტერიკას იმ თითიდან გამოწოვილ პრობლემაზე, რომელიც გონიერი და მიზანდასახული მთავრობების პირობებში შეიძლებოდა ცივილიზებულად, სულ სხვა დონეებზე გადაწყვეტილიყო და არა ასეთი ღრიანცელით, რომელსაც დროდადრო მართავენ პროფესიით პატრიოტები, სამშობლოს სიყვარული რომ მხოლოდ თავისი ექსკლუზიური უფლება ჰგონიათ, ყველგან კატები ელანდებათ და პრინციპულად არც გაემტყუნებათ დღევანდელი საქართველოს ძალიან ბნელ ოთხაში“,- წერს აღოსავლეთმცოდნე გიორგი ლობაჟანიძე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფილარმონიაში გამართული კონცერტის ვიდეო, სადაც თითქოს ირანიდან ჩამოსული მომღერალი საქართველოსა და ქართველებს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს. 

● ქართველებმა რა *ლე უნდა მოგვჭამონ.“

www.myvideo.ge/v/3769673?fbclid=IwAR2F4WKgR7jIEpnf5gF_F_rkwMN8jkVs4I_OSgChQK-FW_HjMF7Nkq-1ryk

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com