ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირანელები საქართველოში საცხოვრებლად მასიურად ჩამოდიან: „ბინა ვიყიდე, საქართველოში ბინადრობის უფლებაც გარანტირებულია“

ირანელები საქართველოში საცხოვრებლად მასიურად ჩამოდიან: „ბინა ვიყიდე, საქართველოში ბინადრობის უფლებაც გარანტირებულია“

ამერიკული გამოცემა, «Al-Monitor»-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც მოცემულია ის მიზეზები, რის გამოც ირანის მოქალაქეები მასიურად ცდილობენ საქართველოში უძრავი ქონება შეიძინონ და დასახლდნენ.

„საქართველოში ბინა ვიყიდე, იქ ბინადრობის უფლებაც გარანტირებულია“-მიზეზები რის გამოც ირანელები საქართველოში საცხოვრებლად მასიურად ჩამოდიან

 7-10-2018

ამერიკული გამოცემა, «Al-Monitor»-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც მოცემულია ის მიზეზები, რის გამოც ირანის მოქალაქეები მასიურად ცდილობენ საქართველოში უძრავი ქონება შეიძინონ და დასახლდნენ.

 

„Georgia Amlak-ის კონსულტანტი მოჰსენ სალმანი Al-Monitor-თან საუბარში ამბობს, რომ „ისინი, ვისაც საქართველოში წასვლა სურთ, პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პირველ ჯგუფს ბინადრობის უფლების მიღება და საქართველოში ცხოვრება სურთ, რათა ეკონომიკური პრობლემების შიში აღარ ჰქონდეთ და აშშ-ის მუდმივის სანქციების ქვეშ აღარ იყვნენ. მეორე ჯგუფს იმედი აქვს, რომ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება მათ ევროპაში ცხოვრების უფლების მიღებაშიც დაეხმარება, თუ, რასაკვირველია, საქართველო შენგენის ზონის ნაწილი გახდება [2020 წლისათვის]… ეს საკმაოდ მომხიბლავი ფაქტორია, რომელიც ირანელებს საქართველოში იზიდავს. იმ დროს, როცა ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები ვიზის გაცემის ვადებს ამკაცრებენ, საქართველო ღია კარის როლს ასრულებს იმ ირანელებისათვის, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში წასვლა შედარებით უფრო იოლად სურთ, რიგი საელჩოების მიერ დაწესებული ბარიერების გარეშე“.

Al-Monitor-ის კორესპონდენტი აგრეთვე ესაუბრა თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული რესტორნის ყოფილ მენეჯერს ეჰსან ზაჰირს, რომელმაც თქვა: „მე საქართველოში გასულ წელს ვიყავი, რათა გამეგო, რა ქვეყანაა ისეთი, სადაც ბევრს სურს წასვლა-მეთქი. ჰოდა, ოთხი თვის წინათ იქ ბინის ყიდვა გადავწყვიტე. ეკონომიკა ვითარდება, ცხოვრების ფასი ნორმალურია. ირანისაგან განსხვავებით, საქართველოში ცხოვრების დროს ფულის დაზოგვაც შეიძლება, ბინადრობის უფლების მიღებაც უზრუნველყოფილია, რაც შენგენის ზონაში დაშვების იმედს მაძლევს 2020 წლისათვის. მე ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობა მექნება“.

მართალია, ვიზალიბერალიზების შეთანხმების მიხედვით, შენგენის ზონის ქვეყნებში წელიწადში 180 დღით ყოფნის უფლება მხოლოდ ქართული პასპორტის მფლობელებს აქვთ, თეირანში საიმიგრაციო საკითხთა კონსულტანტები ირანელებს არწმუნებენ – საქართველოს მოქალაქეობის მიღება ძალიან მარტივია, თუ იქ ბინადრობის მუდმივი უფლება გექნებათო.

მაგრამ ირანის ელჩი სეიედ ჯავად ყავამშაჰიდი ყველას აფრთხილებს, რომ საიმიგრაციო კომპანიების დაპირებები საქართველოში ცხოვრების ლად მიღების თაობაზე ხშირად თაღლითობას წარმოადგენს: „საქართველოში უძრავი ქონების შეძენა არუფლების იო იძლევა ამ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების გარანტიას“. როგორც მან „ბი-ბი-სი“-ს ინტერვიუში განაცხადა, ირანის ბევრმა მოქალაქემ,მლებმაც საქართველოში ბინადრობის უფლება დროებით მიიღეს, მისი ვადების გაგრძელება ვეღარ შეძლეს. 

NSP.GE

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com