ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირაკლი შოთაძე:„გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება ?“

ირაკლი შოთაძე:„გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება ?“

 გენპროკურორი  ირაკლი შოთაძე დღევანდელ სასამართლოს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმის  განაჩენზე:

„ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი ბრალდებული. ერთი მათგანი გამტყუნდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ ბრალდებაში, ხოლო მეორე ბრალდებული გამტყუნდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში. მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ ამ განაჩენს მაინც კატეგორიულად არ ვეთანხმებით და სრულიად მიუღებელი და გაუგებარია. გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე, დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ და ველოდებით სამოტივაციო ნაწილს, მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალის დასადასტურებლად წარადგინა სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა გაუზიარებლობა გაუგებარი და მიუღებელია“, – განაცხადა შოთაძემ.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...