ახალი ამბები
Home / Uncategorized / ირაკლი ღარიბაშვილი გვპირდება-„2.5 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვგეგ­მავთ, 300-მდე ახა­ლი სა­წარ­მო და­ფი­ნას­დე­ბა-100 ათა­სი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა“

ირაკლი ღარიბაშვილი გვპირდება-„2.5 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვგეგ­მავთ, 300-მდე ახა­ლი სა­წარ­მო და­ფი­ნას­დე­ბა-100 ათა­სი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა“

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წინასაარჩევნოდ კიდევ ახალ დაპირებებს იძლევა, კერძოდ, მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში 2.5 მი­ლი­არ­დი ლა­რის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მებ­ში კი 7 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია იგეგ­მე­ბა. ამის შე­სა­ხებ მან ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

„ჩვენ მომ­დევ­ნო წლებ­ში კი­დევ უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს. ჩვენ მხო­ლოდ “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში 2.5 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვგეგ­მავთ ანუ ჯა­მუ­რად ეს იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ერ­თობ­ლი­ვი ინ­ვეს­ტი­ცია. ვფიქ­რობთ, რომ 100 ათა­სი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა და 300-მდე ახა­ლი სა­წარ­მო და­ფი­ნას­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს, ჯამ­ში, მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია იგეგ­მე­ბა. აქაც ათა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა არის გან­სა­ზღვრუ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ასევე პრემიერმა ახალ სამუშაო ადგილების შექმნაზე ისაუბრა.

„ვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დღი­დან, ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა და და­ფი­ნან­სე­ბა აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ. შე­იქ­მნა ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა და პრო­ექ­ტი, რო­გო­რი­ცაა შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტი, “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და სხვა მიკ­როპ­როგ­რა­მე­ბი. შე­დე­გად, ჩვენ სა­ხე­ზე გვაქვს 53 ათა­სი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ამ ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში შე­იქ­მნა და ჯამ­ში 1800-ზე მეტი პრო­ექ­ტი არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, მინ­და გი­თხრათ, რომ შე­ღა­ვა­თი­ა­ნი აგ­როკ­რე­დი­ტის ფარ­გლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 87 ათას­მა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა ისარ­გებ­ლა. ჯამ­ში არის ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი 4 მი­ლი­არ­დი ლარი, აქე­დან 800 მი­ლი­ონ­ზე მეტი არის სა­ხელ­მწი­ფო თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა.ჩვენ მხო­ლოდ “აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში 2.5 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ვგეგ­მავთ ანუ ჯა­მუ­რად ეს იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბი­სა და ბიზ­ნე­სის ერ­თობ­ლი­ვი ინ­ვეს­ტი­ცია. ვფიქ­რობთ, რომ 100 ათა­სი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა და 300-მდე ახა­ლი სა­წარ­მო და­ფი­ნას­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს, ჯამ­ში, მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 მი­ლი­არ­დი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია იგეგ­მე­ბა. აქაც ათა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა არის გან­სა­ზღვრუ­ლი“-განაცხადა ღარიბასვილმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...