ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა მთავარი მოთხოვნა,მხოლოდ ამ პატარ-პატარა ბარტყების გადმოყრა“ არ უშველის“

„ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა მთავარი მოთხოვნა,მხოლოდ ამ პატარ-პატარა ბარტყების გადმოყრა“ არ უშველის“

ხვალ, 18:00 საათზე, კვლავ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით, მედიის ორგანიზებით ტარდება ეს აქცია. ყველას მოვუწოდებთ, მოვიდნენ, გეგმების შესახებ იმ აქციაზე მოვყვებით. რაც შეიძლება, მეტი ადამიანი უნდა იყოს იქ, ხელისუფლება კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც უკან იხევს, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ისეთია, როგორიც ქართული საზოგადოებისთვისაა საჭირო. ხელისუფლებას უწევს თავისი ორგანიზებული ჯგუფების წარმომადგენლების დაკავება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩხრეკა არაფერს ნიშნავს, სანამ არ დააკავებენ ყველას, ვინც ხელმძღვანელობდა ადგილზე დარბევას. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომაა. მას არ ეყოფა მხოლოდ ამ პატარ-პატარა ბარტყების გადმოყრა, საჭიროა, მისი პასუხისმგებლობა.

ჟურნალისტი ვახო სანაია კოლეგებს ხვალ, პარლამენტთან დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სანაია აცხადებს, მთავარი მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაა და მას „მხოლოდ ამ პატარ-პატარა ბარტყების გადმოყრა“ არ უშველის.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...