ახალი ამბები
Home / ახალი ამბები /  ირაკლი ღარიბაშვილი:„ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი,„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი  მიხელ სააკაშვილი 

 ირაკლი ღარიბაშვილი:„ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი,„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი  მიხელ სააკაშვილი 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რუსული ოკუპაცია ქართული სახელმწიფოს სხეულზე მოუშუშებელი იარაა. ამასთან, მმართველი გუნდის წევრი ოკუპაციაში წინა ხელისუფლებასაც ადანაშაულებს. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება გიგა ბიკერიას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ აგვისტოს ომში დაღუპულმა ჯარისკაცებმა საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რათა რუსეთის აგრესიას საკუთარი მიზნისთვის სწრაფად არ მიეღწია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხარჯზე სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოისუნთქა.

„დღეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. რუსული ოკუპაცია არის მოუშუშებელი იარა ქართული სახელმწიფოს სხეულზე და ვიდრე ქართველს პირში სული უდგას, ის არასდროს შეეგუება ამ ვითარებას. ოკუპაციას ჰყავს ავტორი და ეს ავტორი იდენტიფიცირებულია – რუსეთი ოკუპანტია და ეს აღიარებულია მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ოკუპაცია – ეს ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი  მიხელ სააკაშვილი  რომელთა მოღალატეობრივმა და მავნებლურმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა რუსული ოკუპაცია.

ამ ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის იდეოლოგების განცხადებები, რომ თითქოს აგვისტოს ომის ხარჯზე საქართველომ ამოისუნთქა, არადა, ეს მათ ამოისუნთქეს საქართველოს ხარჯზე, როდესაც საგარეო აგრესიის ფონზე გაყალბებული არჩევნებით შერყეული ლეგიტიმაცია გაიმყარეს. ეს მათ ამოისუნთქეს ქართული ტერიტორიების, დაღვრილი სისხლის, ჩვენი გმირი მებრძოლების, გაუბედურებული ოჯახების, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი მოსახლეობის, კოდორის და ახალგორის ხარჯზე, როდესაც ჯერ წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადეს, ხოლო მაშინდელი ოპოზიციის ფაქტიურ კაპიტულაციას აგრესორის მიმართ საკუთარი კაპიტულაცია დააშენეს და ტაბუ დაადეს საკუთარ ღალატს და სიმხდალეს,” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com