ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირაკლი ოქრუაშვილმა, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100 წილის პროცენტიანი რეალური მფლობელმა ათიოდე ჟურნალისტს ტელეკომპანიის 80% წილის გადაცემა შესთავაზა

ირაკლი ოქრუაშვილმა, როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100 წილის პროცენტიანი რეალური მფლობელმა ათიოდე ჟურნალისტს ტელეკომპანიის 80% წილის გადაცემა შესთავაზა

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100 წილის პროცენტიანი რეალური მფლობელი  ირაკლი ოქრუაშვილი  შეხვდა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. თქვენ იცით, რომ მან შესთავაზა ათიოდე ჟურნალისტს ტელეკომპანიის 80% წილის გადაცემა და მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ტელეკომპანიად. ასევე, განავითაროს ის სარედაქციო პოლიტიკა, რასაც წლების განმავლობაში მისი პროფესიონალი გუნდი კეთებს ამ ქვეყანაში, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების გარანტი. შეხვედრა შედგა, ჟურნალისტებმა ითხოვეს დრო. ცხადია საკითხი არის მნიშვნელოვანი და დელიკატური, ეს არის პროცესი და ჩვენ ველოდებით მათ პასუხს“, -ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა რეხვიაშვილმა განაცხადა.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...