ახალი ამბები
Home / Uncategorized / ირაკლი ოქრუაშვილი: „სანამ საკლავის მაგივრად ივანიშვილს არ შევწირავთ ღმერთს, მანამდე არაფერი გვეშველება….“

ირაკლი ოქრუაშვილი: „სანამ საკლავის მაგივრად ივანიშვილს არ შევწირავთ ღმერთს, მანამდე არაფერი გვეშველება….“

 

თავდაცვის  მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ  „სანამ დიდ საღვთოს არ გადავიხდით და საკლავის მაგივრად ივანიშვილს არ შევწირავთ ღმერთს მანამდე არაფერი გვეშველება“.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში დღემდე მოქმედებს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სოფელი იხდის ე.წ. საღვთოს. სოფელი ფულს, და არამარტო ფულს, კრებს, ყიდულობს დიდ საკლავს, როგორც წესი მოზვერს ან ხარს და რომელიმე რელიგიურ დღესასწაულზე ღმერთს სწირავს. ამ ტრადიციის შინაარსი ძირითადად მოსალოდნელი უბედურებისაგან თავის დაცვაა, ისევე როგორც უკვე მომხდარი უბედურებისაგან თავის დაღწევა. უბედურება აუცილებლად კოლექტიური უნდა იყოს. ანუ ერთს ერთი რამ აწუხებს, მეორეს მეორე მასე არა. მაგალითად, ერთი სოფელი სეტყვის საწინააღმდეგო საღვთოს იხდის (ყოველ წელს მეპატიჟებიან, მაგრამ მამალზე მეტი იქ დაკლული არ მინახავს. ორ წელიწადში ერთხელ ისეტყვებიან).

მოკლედ, რისი თქმა მინდა? სანამ მთელი ქვეყანა არ შევიკრიბებით, ერთ დიდ საღვთოს არ გადავიხდით და საკლავის მაგივრად ივანიშვილს არ შევწირავთ ღმერთს მანამდე არაფერი გვეშველება.“

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com