ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება„გამარჯვებული საქართველოს“ პარტია ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება„გამარჯვებული საქართველოს“ პარტია ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ეს არ არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის ვერიკალზე აგებული პოლიიკური სტრუქტურა. ჩვენ ამბიცია გვაქვს, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა შევქმნათ. იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში მდგომარეობა. ჩვენ ასევე, ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ იმ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდება ბიინა ივანიშვილს. ასე რომ, მათთვისაც ჩვენი კარი ღიაა.

დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვიმუშავებთ თბილისში, ძირითადად საორგანიზაციო სტრუქტურაზე. ივლისის ბოლოს გავდივართ რეგიონებში და ვივლით სოფელ-სოფელ, კარდაკარ იმისთვის, რომ ადამიანებს შთავაგონოთ, ცვლილება არის აუცილებელი. მარტო ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. ოქტომბრის ბოლოს, უკვე როდესაც წიწილების დათვლის სეზონი დადგება, გავმართავთ ფართომასშტაბიან ყრილობას და იქ გვექნება საუბარი ზუსტად იმ პასუხზე, რაც ადეკვატური იქნება  ბიძინა ივანიშვილის  ქცევაზე,“ – განაცხადა ახალი პარტიის პრეზენტაციაზე   ირაკლი ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა  ირაკლი ოქრუაშვილმა  ახალი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობის წევრები მათ შორის არიან: გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, კობა მახარაძე, ნიკა რამიშვილი, გოგი ტუღუში, ლაშა დარასელია, ანა რეხვიაშვილი, ლელა ჯეჯელავა, გოჩა მამაცაშვილი, ანა იანტკელიძე, ვახო გოძიაშვილი, ზურაბ ნადირაძე, მაკა ნადირაძე, ოთარ კვირიკაშვილი, ლერი ლაფაჩი, მიშა კაჭკაჭიშვილი, გურამ ჩალაგაშვილი, ომარ მეტრეველი და სხვები.

 ირაკლი ოქრუაშვილი  აცხადებს, რომ ყველასთან  ითანამშრომლებს „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წევრთან, რომელიც  ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავა.

„გამარჯვებული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაცვლელად შიქმნა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ნარკომომხმარებელი მიშველეთო ყვიროდა-გამოიძახეს სასწრაფო… სასწრაფოს არ აქვს ძლიერი დამამშვიდებელი…დედა ფსიქიატრიულში გადაყვანას სთხოვდა და აქაც, პრობლემაა“

ეკა სილაგაძე : „ვინც ამბობს, რომ ნარკოტიკის მოხმარება პიროვნების პირადი საქმეა და მისი სხეული მის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com