ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ველოდით,არ გამოვრიცხავ მეც დამაკავონ… ვერ არის ჯანზე კაცი… ბიძინა ივანიშვილი აწი ელოდოს სიურპრიზებს“-გუბაზ სანიკიძე

„ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ველოდით,არ გამოვრიცხავ მეც დამაკავონ… ვერ არის ჯანზე კაცი… ბიძინა ივანიშვილი აწი ელოდოს სიურპრიზებს“-გუბაზ სანიკიძე

 

 

  ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას  გუბაზ სანიკიძე გამოეხმაურა გადაცემა „რეაქციაში“.

 ის აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას არ გამორიცხავდა, ის პოლიტიკურ რეპრესიებს ელოდა, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი არაადეკვატური გახდა..

„ გვქონდა გონივრული ეჭვი, (ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე) რომ  ის რეპრესიებს აირჩევდა… ირაკლი ოქრუაშვილი კერკეტი კაკალია, ის უმაღლესი ლიონით არის დამზადებული..  მისი დაკავება კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას,  საქმე გვაქვს პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი, ის არის  ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ეს მხოლოდ ერთ რამეს მოიტანს, დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მარცხსა და კრახს. ისე ბიძინას მინდა ვუთხრა, რომ ეს მისი ძალიან სერიოზული შეცდომაა და აწი ელოდოს სიურპრიზებს”.“-განაცხადა სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ გავრილოვი ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და მოახდინა სახელმწიფო გადატრიალების პროვოცირება.

„ირაკლი ქრუაშვილმა ხომ არ ჩასვა გავრილოვი იმ სავარძელში? ივანიშვილის ბარტყებმა ხომ არა? სახელმწიფო გადატრიალება იყო-ვადასტურებ, ოღონდ  ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ხელისუფლების მხიდან. სახელმწიფო გადატრიალება არ არის,  მტერი რომ სპიკერის სავარძელში ჩაჯდება? გავრილოვი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩამოიყვანა, ახლა ბიძინა შავ დღეშია, მას აქვს სისხლიანი დავალება, 7 წელი იავნანას გვიმღეროდა ბიძინა და რუსეთი აფხაზეთი დაივიწყეთო… ვიმეგობროთო და 20 ივნისს ამის აპოგეა იყო, როცა ნაძირალა გავრილოვი  ჩამოვიდა…

 ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო გადატრიალებას  აწყობდა  და გადაარჩინა ქართულმა ახალგაზრდობამ, ჩვენც ვიყავით იქ, მერე რა,  რაც ვიდეო გაუშვეს რა ჩანს იქ, ოქრუაშვილი ზარბაზნით არის მისული?

 სხვათაშორის,  ვინც თავის დროზე რუსთაველზე ზარბაზნები ისროლა, ისინი ბიძინას მხარეს არიან ყველანი…“

 ელოდება უ არა ავად დაკავებას გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ არაფერს არ გამორიცხავს, რადგან  მისი აზრი საქმე გვაქვს ფსიქიურად  გაუწონასწორებელ  ადამიანთან…

ყველაფერია მოსალოდნელი,  ისიცაა მოსალოდნელი რომ ფეხშიშველი ირბინოს მინდორში … ვერ არის ჯანზე კაცი.. ვართ ძალიან დიდი ხიფათში, უფსკრულის პირას დასეირნობს  ქვეყანა, ეკონომიკაზე ხელი აიღეს, ყველაფერზე ხელი აქვთ  აღებული… ქვეყანას მართავენ ნაძირალა იდიოტები, როდის უნდა მივხდეთ,  რომ ეს კაცი საფრთხეა ქვეყნისთვის.ვინც გაიგებს გაიგებს, ვინც ვერა ეს მისი პრობლემაა…“

– განაცხადა გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ  გადაცემა „რეაქციაში“.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ამერიკაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება

რიკის შეერთებული შტატების წამყვან ქალაქებში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ბოსტონში ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა. ამ წარდგენა-დეგუსტაციას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com