ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირაკლი ორუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე მატროსოვის ციხეში ბრალი წარუდგინეს

ირაკლი ორუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე მატროსოვის ციხეში ბრალი წარუდგინეს

დღეს საქალაქო სასამარ თ ლომ ყოფილ დავდაცვის მინისტრს, გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს,  ირაკლი ორუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე მეცხრე პენიტენციურ დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში ბრალი წარუდგინეს.

რაკლი ოქრუშვილის საქმის პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ოქრუშვილის ადვოკადმა ბრალდების თაობაზე დადგენილება არ ჩაიბარა, თუ მაგრამ ბრალდება ავტომატურად წარედგინა.„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების წარსადგენად მეორედ ვიყავით შემოსული, ვახტანგ იაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი საგამოძიებო ოთახში არ გამოცხადდნენ ბრალდების წარსადგენად. შესაბამისად, არ ჩაიბარეს არც ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი და უარი განაცხადეს, ამის თაობაზე შედგენილი ოქმზე ხელის მოწერაზე. ბატონ ვახტანგ იაშვილს ვკითხეთ მიზეზი, თუ რატომ არ აწერდა ოქმს ხელს. იაშვილმა განაცხადა, რომ მისი ის და დაცვის ქვეშ მყოფი ვერ შედანხმდნენ. აქედან გამომდინარე, ვერანაირ დოკუმენტს ვერ მოაწერდა ხელს. შესაბამისად, თუ თქვენ მეკითხებით, რომ წარვუდგინეთ, თუ არა ბრალდება, გეტყვით, რომ მოცემული პროცედურა უკვე ბრალდების წარდგენად ითვლება.

ბრალდების წარსადგენად რომ შემოვედით ეს დადასტურებულია, ბრალდებული ჩაიბარებს თუ არა, ან ხელმოწერით დაადასტურებს თუ არა დადგენილების ჩაბარების სინამდვილეს, ეს მისი უფლებაა. ბუნებრივია, ძალით ვერავინ გადასცემს დადგენილებას და ძალით ვერ მოაწერინებს ხელს“,-განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ზურა ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმარდ, აცხადებენ რი პროკურატურაში.

ერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გაცვალეთ რომელიმე დაპატიმრებულ სეპარატისტში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი“

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გავისუფლეის გზას სთავაზობს. „გაცვალეთ რომელიმე დაპატ ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com