ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირაკლი კობახიძე: „პრეზიდენტი უზრდელური გამონათქვამით გამოდის“

ირაკლი კობახიძე: „პრეზიდენტი უზრდელური გამონათქვამით გამოდის“

„ნაცვლად ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომლებსაც აჟღერებინებს ხოლმე პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციას და მე პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. როცა ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, ანა დოლიძე და ასე შემდეგ, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებენ დეპუტატებს, სხვა პოლიტიკოსებს, ამ დროს შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტი ამ ადამიანებს. პრეზიდენტი არ შეიძლება, ასეთ როლში იყოს.  მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება ინტელექტუალი, იქნება განათლებული და ასეთი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც არის, სამწუხაროდ, ჩამოყალიბებული პრაქტიკა დღევანდელ რეალობაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com