ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას რევოლუცია აქვს დაგეგმილი, მაგრამ ვერ ეღირსებიან“

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას რევოლუცია აქვს დაგეგმილი, მაგრამ ვერ ეღირსებიან“

ნაცმოძრაობის ლიდერები პირდაპირ საუბრობენ, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, მაგრამ ვერ ეღირსებიან – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე  ირაკლი კობახიძემ განაცხადა

„ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს კონკრეტულად იკვეთება ნაცმოძრაობის ლიდერებისა და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. მაგალითად, რუსი შკლიაროვი პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია.

ასევე, სააკაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, ის ამას მიიღებს. ნაცმოძრაობის ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, მათ ასეთი სცენარები 2016 წელსაც ჰქონდა და სხვა დროსაც, მაგრამ ისინი, ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციასა და რევოლუციას ვერ ეღირსებიან. ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ. ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც რევოლუციურ სცენართან არის დაკავშირებული. რიტორიკა არის აქეთ მიმართული. მე ყველას მინდა მოვუწოდო, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არსებულ პროვოკაციებს არ აყვნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას

144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს დღევანდელზე ხუთჯერ მეტ, 50-ლარიან დახმარებას. ფინანსთა მინისტრის, ივანე ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com