ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ირაკლი დოკვაძე უკანონო პატიმარია, მისი საქმის გადასინჯვა ხელისუფლების ვალდებულებაა“ -გიორგი თევზაძე

„ირაკლი დოკვაძე უკანონო პატიმარია, მისი საქმის გადასინჯვა ხელისუფლების ვალდებულებაა“ -გიორგი თევზაძე

პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძის გადარჩენისა და განთავისუფლების კომიტეტის საინიციატივო ჯგუფის წევრმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, უფლებადამცველმა გიორგი თევზაძე განაცხადა, დღესაც საპატიმროში იმყოფება და სასჯელს იხდის პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე.

„ადვოკატებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ ირაკლი დოკვაძეს ბრალი ედება დაუსაბუთებლად. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეშია ურთიერთ გამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ირაკლი დოკვაძის საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა ეროვნული ღირებულებების დაცვას და ეს საქმიანობა მომდინარეობს ჯერ კიდევ ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობიდან. იგი 1990 წელს არჩეული იქნა კანონიერ ეროვნულ ხელისუფლების დამცველად. იგი პოლიტიკური შეხედულებების გამო იქნა მსჯავრდებული.

1992 წლის 4 სექტემბერს დაპატიმრებული და შემდგომში გასამართლებული ყოფილი სიკვდილმისჯილი, რომელიც ორწელიწადნახევარი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში. ამ რეპრესიის მანქანას ვერ გადაურჩნენ მისი ოჯახის წევრებიც, მათ შორის მშობლები. 1992 წლიდან 1994 წლის პერიოდში იგი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ „ამნესტი ინტერნეიშენელის”, „ჰიუმან რაითს ვოტჩის“, „ჰელსინკი ვოტჩისა“ და სხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ერთხმად აღიარებული იქნა პოლიტპატიმრად და დაფიქსირებულია მათ ოფიციალურ გამოცემებში. ირაკლი დოკვაძეს არასოდეს უღიარებია ის ქმედება, რომელიც მას წაუყენეს. ირაკლი დოკვაძის სასჯელის ზომა – სიკვდილით დასჯა ჯერ შეიცვალა 20-წლიანი პატიმრობით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი 2002 წელს გათავისუფლდა სასჯელისაგან.

2004 წლის 9 თებერვალს დიდმა პალატამ (9 მოსამართლე) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ირაკლი დოკვაძის უდანაშაულოდ აღიარების თაობაზე. როგორც ირაკლი დოკვაძის ადვოკატები აღნიშნავენ 2009 წელს იგი დაკავებული იქნა ორი პირის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში დანაშაულის ჩადენის მცდელობის ბრალდებით და სასჯელს იხდის 2009 წლის 26 აპრილიდან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებით. ირაკლი დოკვაძე დადანაშაულებული იქნა ორი პირის მოკვლის მცდელობით, თოთქოსდა ირაკლი დოკვაძე შეეცადა ამ პირების მოკვლას. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე თავიდან ბოლომდე წარიმართა სუბიექტურად და ტენდენციურად. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, მიუხედავად დაცვის მხარის მრავალი მცდელობისა, სასამართლომ არ შეისწავლა უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა მის უდანაშაულობას, სასამართლომ მიზანმიმართულად არ გამოიკვლია იმ ვიდეოთვალის მიერ უწყვეტი რეჟიმში განხორციელებული ის ჩანაწერი, რომელიც სადარბაზოს შესასვლელში არის დამონტაჟებული და რომლითაც დადგინდებოდა, რომ ირაკლი დოკვაძე შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე. სასამართლომ უარი თქვა დნმ-ის ალტერნატიულ ექსპერტიზაზე და სასამართლოს მხრიდან შეგნებულად დაშვებული იქნა არაერთი სხვა უკანონობა. ამ უკანონობების ფონზე, ირაკლი დოკვაძე სასამართლომ სცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად დაადგინა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის მიმართ ბარლდების საქმეში გამოკვეთილად იკითხება წინა ხელისუფლების მხრიდან ირაკლი დოკვაძის პოლიტიკური დევნის ინტერესი.

საზოგადოების ნაწილისათვის გაურკვეველი რჩება ის ვითარება, რომელიც ამჟამად არის შექმნილი ირაკლი დოკვაძის უკანონო მსჯავრდების საქმეზე და წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გასამართლებული ეს პიროვნება 2012 წლის შემდეგაც ხელისუფლების მმართველობის პირობებშიც უკანონო პატიმრად რჩება, რაც ქვეყნის იმიჯზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს. და ფაქტობრივათ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ირაკლი დოკვაძე განიცდის ასეთი მიდგომით წამებას. ასევე გაურკვეველია, რატომ ან რა საფუძვლით იქნა ამოღებული იმ პოლიტპატიმართა სიიდან, რომელიც პარლამენტმა 2012 წლის დეკემბერში წინა ხელისუფლების პირობებში დაკავებული პირები სცნო პოლიტპატიმრებად და ამინისტიის კანონით გაათავისუფლდნენ. ირაკლი დოკვაძის სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა შედის მოქმედი ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებებში, რაც იქნება ტესტი იმ დაპირებების შესრულების საქმეში, რომელიც საზოგადოებამ მიიღო მოქმედი ხელისუფლებისაგან სამართლიანობის აღდგენის დაპირების სახით.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქმარი(ვაშაძე) რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ცოლი(ანანიაშვილი) ამ დროს კრემლშია

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com