ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, სადაც 62 ადამიანი იმყოფებოდა, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩამოვარდა

ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, სადაც 62 ადამიანი იმყოფებოდა, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩამოვარდა

ვიაკატასტროფა ინდონეზიაში – უკვე დადასტურებულია, რომ ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, სადაც 62 ადამიანი იმყოფებოდა, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩამოვარდა..

რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს, -ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, სამძებრო და სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...