ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ინგა გრიგოლია-„თქვენ მართლა სპეკულიანტებო! თქვენ მართლა უსინდისოებო, რომ გვაბრალებთ კოლეგის სიკვდილით სპეკულიანტობას“(ვიდეო)

ინგა გრიგოლია-„თქვენ მართლა სპეკულიანტებო! თქვენ მართლა უსინდისოებო, რომ გვაბრალებთ კოლეგის სიკვდილით სპეკულიანტობას“(ვიდეო)

https://www.facebook.com/watch?v=1008048800001245

ჟურნალისტების პროტესტი რუსთაველზე.

ინგა გრიგოლია აქციაზე ოპონენტებს მიმართავს:
“ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნეს რაც შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. გული რომ გა­გის­კდე­ბა, ტი­რილს რომ და­ი­წყებ, რომ და­იხ­რჩო­ბი, არის ის ბრალ­დე­ბა, თით­ქოს, ჩვენ ჩვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი კო­ლე­გით სპე­კუ­ლა­ცი­ას ვე­წე­ვით. თქვენ მარ­თლა სპე­კუ­ლან­ტე­ბო. თქვენ მარ­თლა უსინ­დი­სო­ე­ბო. ამა­ზე მეტი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტთა ოჯახს მი­ა­ყე­ნო. როცა გა­მო­დი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ტი­რი­ან, აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, მო­ი­თხო­ვენ გარ­დაც­ვლი­ლი მე­გობ­რის, კო­ლე­გის გამო აი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვის აბ­რა­ლე­ბენ ესე­ნი, პო­ლი­ტი­კუ­რად სპე­კუ­ლი­რებთ გარ­დაც­ვლი­ლი კო­ლე­გი­თო?! რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მით მო­სუ­ლი „ოც­ნე­ბა“ რო­გორ გვი­ბე­დავს ჩვენ. მკვლე­ლებს რომ ეძახ­დნენ ოპო­ნენ­ტებს, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­ზე გან­ცხა­დე­ბებს რომ აკე­თებ­დნენ და ბევ­რი წელი გი­ორ­გი ამ პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი იყო, კა­ციშ­ვილს არ მო­უ­თხო­ვია პა­სუ­ხი, იმი­ტომ, რომ იტყუ­ე­ბოდ­ნენ, ცილს სწა­მებ­დნენ. არ­სად არა­ვინ გაქ­ცე­უ­ლა, ვი­საც პა­ტა­რა ბავ­შვის მკვლე­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ. რა­ტომ არ მოს­თხო­ვეთ პა­სუ­ხი თქვენ მარ­თლა სპე­კუ­ლან­ტე­ბო თქვენ?!

ასე­თი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არც იმ წინა აქ­ცი­ა­ზე ვყო­ფილ­ვარ, რო­გორც ვარ ახლა. რო­გორ გვი­ბე­დავთ?! ვი­საც არ გა­მო­გიც­დი­ათ რას ნიშ­ნავს კო­ლე­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ნა­ცე­მი, ნატ­კე­ნი, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი კო­ლე­გის გარ­და­ცა­ლე­ბა, ის ვერ გა­ი­გებს რა­ტომ ვდგა­ვართ აქ. ვი­საც არ გა­მო­გიც­დი­ათ თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, პა­ტა­რა, ახალ­გაზ­რდა ბავ­შვე­ბის დარ­დი და ტკი­ვი­ლი, ის ვერ გა­ი­გებს რა­ტომ ვდგა­ვარ აქ. ამ ბავ­შვებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი იმ დღეს, ის ნა­ძირ­ლე­ბი რომ დას­დევ­დნენ, მა­შინ ვთქვი, რომ მე მეტი გზა არ აქვს. იმი­ტომ, რომ ჩემს ახალ­გაზ­რდა თა­ნამ­შრომ­ლებს თვა­ლებ­ში ვერ ჩავ­ხე­დავ­დი აქ რომ არ ვიყო დღეს. ამ ქვე­ყა­ნა­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბა სა­ში­ში გახ­და, ხომ ხე­დავთ რა დღე­ში ჩაგ­ვაგ­დეს, მაგ­რამ ხომ ხე­დავთ რა დღე­ში ჩა­ვაგ­დეთ იქით.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია- შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა“

31 წლის ავსტრალიელი ქალის ცხედარს, რომელიც მთაწმინდის ფერდობზე ცოტა ხნის წინ იპოვეს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ...