ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი”-1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე

„იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი”-1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე

“იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,
თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი”

1891 წლის 17 ნოემბერს დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე.

 

დღეს ჩემი დღეა, დაბადების დღე,
მსურს ვიხალისო, მსურს მოვილხინო,
მომავალ ბედის სადღეგრძელებლად
მინდა რომ ყანწით დავსცალო ღვინო.
მაშ მომილოცეთ, რაღას უყურებთ?
ვარდ-ყვავილებით მომირთეთ ბინა,
წუხელის მე ამ დღეზე ვფიქრობდი,
ვერ მოვისვენე, არ დამეძინა.
ერთი დღე მაინც, ერთი დღე მაინც
მწარე ოცი წლის განმავლობაში
დამითმეთ, რომ მე ვიყო მეუფე
ამ განუსაზღვრელ მარტოობაში.
არავინ მოდის?.. არავისა სურს,
რომ ვიხალისო, რომ მოვილხინო?..
ხა, ხა, ხა, ხა, ხა! დღესაც მარტო ვარ,
მაგრამ რას ვეძებ, მომეცით ღვინო!

დღეს დიდი გალაკტიონის დაბადების დღეა.
 
პოეზიის მეფედ წოდებული, დიდი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტი თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.
 
 
გალაკტიონის წერილი შეყვარებულ ოლია უკუჯავას!

ნახატი გალაკტიონის შემოქმედებიდანმას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა მთელი ჩემი არსება… სიცარიელემ რომლის განადგურებას არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენი ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის, ვიმეორებ. ჩემს გულს საშინლად სწამლავდა შენიანების იქ ყოფნადი, რომ ყველა გულში ან დამცინოდა, ანდაც კვირობდა ჩემს ხშირ სტუმრობას… მე ვგრძნობდი, რომ რაღაცნაირი სიცივე შემომქონდა თქვენს სახლში და მინდოდა მეყვირა, რომ არავინ არ მინდა შევაწუხო, რომ მხოლოდ ოლიასთან ყოფნა მინდა-მეთქი.

მართლაც რა საკვირველი რამაა, მთელ შენ კომპანიასთან, მხიარულ კომპანიასთან, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ კავშირს, როდესაც შენა ხარ ქუთაისში…როდესაც შენ წახვალ, მე მათ ვავიწყდები და ისინი მე მავიწყდებიან… თითქოს არაფერიც არ მომხდარა, თითქოს არაფერი საერთო ერთმანეთთან არა გვაქვს.

აი, მაგალითად, შენი ორჯერ გამგზავრების ამბავი:

ოქტომბერში მატარებელზე ყველანი შევიკრიბენით, რადგან შენ მიდიოდი ჭიათურაში. რაღაც ნაღვლიანი გაცილება იყო. შენ სიკვდილმოსჯილი დამნაშავის სახე გქონდა, ჩვენ კიდევ მოწყენილი. და აი დაიძრა მატარებელეი, შენ წადი… მე ერთი გადავხედე ყველას… ყველა ჩუმად, უსიტყვოდ იდგა, უსიტყვოდ დავიძარით სადგურიდან, უსიტყვოდ დავესალმეთ ერთმანეთს და შემდეგ არსად არ შევხვედრივარ არც ერთს, შენს ხელახლა ჩამოსვლამდე.

შენ ჩამოდი და მე ისევ არ მინდოდა დავახლოვებოდი ამ ჯგუფს, რადგან არავითარ სულიერ ნათესაობას არ ვგრძნობდი მათთან, მხოლოდ შენმა მათში ყოფნამ მაიძულა სახეზე ნიღაბი ამეფარებინა, თითქოს მართლაც…

უკანასკნელად, როცა შენ მიემგზავრებოდი, ეს “ჩატეხილი ხიდი” უფრო საგრძნობი და თვალსაჩინო გახდა ჩემთვის.

როგორც კი მატარებელი დაიძრა, იმ წუთშივე ვიგრძენი, რომ გადამთიელი ხალხი მერტყა ირგვლივ, მათ სახეზე შევამჩნიე ამგვარივე გამომეტყველება, რომ მეც გადამთიელი ვიყავი მათთვის.

რა არის, უკანასკნელად, ამის მიზეზი? ჩემი გულდახურულობა? იქნება ეს ასეა?

სადგურიდან წამოვედით… მთელი ეს კომპანია სადღაც მიეშურებოდა. კუზიანმა გაკვრით თქვა, რომ ამაღამ კოლიასთან იკრიბებიან (ჯაფარიძესთან). მე ვიგრძენი, რომ ზედმეტი კაცი ვიყავი მათში და საჩქაროდ მოვშორდი მათ; დავშორდი მათ, მე მგონია, დიდი ხნით. როდესაც შენ ჩამოხვალ, შეიძლება ისევ შევუერთდე შენს მეგობრებს… მანამდე არ ვიცი, როგორ მოხდება.

ოლია, როგორ ფიქრობ შენ ამ ამბავზე? შენ იქნება გადამეტებულად მიიჩნიო ყველაფერი ეს, იქნება უბრალო განმარტოების სიყვარულს და სხვა ასეთებს დააბრალო, მაგრამ ეს ასეა… მე ვიცი, ისინი ყოველთვის ისე მიმიღებენ, როგორც მიღებდნენ. ისიც ვიცით, რომ ისინი მე მიცოდებენ მაგრამ რად, რისთვის?

დღეს დედაჩემისგან მივიღე წერილი. საწყალი დედა! იგი შერიგებას მთხოვს, იგი ნანობს, რომ დამღუპა და ნამდვილ გზას ამაცდინა. დედაჩემი მევედრება, რომ ყველაფერი ვაპატიო და დავივიწყო… რამდენი ხანია, კარგ განყობილებაში არ ვყოფილვარ დედასთან და ძმასთან… თითქმის ოთხი წელიწადნახევარია.

ამ ხნის განმავლობაში მე არ მქონდა მყუდრო ბინა, ამ ხნის განმავლობაში საშინელი გაჭირვება გამოვიარე, ეგ კი არ იცოდა დედაჩემმა. რამდენი გაჭირვება, ღმერთო ჩემო, რამდენი გაჭირვება! თუ როდესმე ბედნიერ ცხოვრებას ვეღირსე, ჩემს მოგონებებში წითელი ასოებით დაიწერება უკანასკნელი ოთხი წელიწადი! უკანასკნელმა ოთხმა წელიწადმადამღუპა …

რა უნდა ვქნა ახლა?

სადაა შენი საშველი გზა?

. . . . . . . . . .

მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! ააღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი! მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში ვცადე და…

რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით, სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი?

ასეა საქმეები, ჩემო ოლია…

იყავი კარგად… მშვიდობით,

მარადის შენი გ.ტაბიძე

 
 
1959 წლის 17 მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com