ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსები, რაც გასაოცარია, ვუსურვებ ჩემთან ერთად, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია და დაგვევიწყებინოს ყველა ბოროტება“-ლევან რატიანი

„იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსები, რაც გასაოცარია, ვუსურვებ ჩემთან ერთად, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია და დაგვევიწყებინოს ყველა ბოროტება“-ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკი ხელმძღვანელი ლევან რატიანი საზოგადოების კრი ტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის აპირებს კრი ტიკულ კოვიდსიტუაციის დროს ბოლომდე იბრძოლოს პაციენ ტ ებთან ერთად.

„ბევრი კრიტიკა მიმიღია დაუსაბუთებელი. ეს დაავადება სულ 2 წელს ითვლის, აღნიშნულიდან გამომდინარე ამ დაავადების შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი არც მე ვიცი და არც წამყვანმა მეცნიერებმა, ვინც ამ ვირუსს დღე და ღამე სწავლობენ. ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ბოროტებას სიკეთე სჯობს – თუ მათ აქვთ იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვენ, დანაშაულიცაა, თუ ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფო პროტოკოლს, ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლზეა დაფუძნებული, ამიტომ, როგორც იცვლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლი, ცვლილება ხდება ჩვენი პროტოკოლისაც. თუ რაიმე სასიკეთო ხდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში, დამერწმუნეთ, ეს ჩვენს პროტოკოლში ასახულია და აისახება.

მე მაცვია თეთრი ხალათი, სიკვდილის ბოლომდე ამ ხალათის გახდას არ ვაპირებ. იმ ექიმებს, რომლებსაც უხარიათ დღევანდელი ლეტალობის ინდექსები, რაც გასაოცარია, ვუსურვებ ჩემთან ერთად, ძალიან მალე დაგვემარცხებინოს პანდემია და დაგვევიწყებინოს ყველა ბოროტება“,- განაცხადა რატიანმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...