ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „იმ დღეს 27 სექტემბერი იყო და სოხუმი დაეცა…ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე მინისტრთა საბჭოს შენობაში იყო…“(ვიდეო)

„იმ დღეს 27 სექტემბერი იყო და სოხუმი დაეცა…ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე მინისტრთა საბჭოს შენობაში იყო…“(ვიდეო)

დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ტიპის ნაღმსატყორცნიდან: დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, ფუნიკულორიდან, “აიდგილარას” შენობიდან… ბრძოლა ორმოც წუთს გრძელდება. იმ დღეს 27 სექტემბერი იყო და სოხუმი დაეცა…ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე მინისტრთა საბჭოს შენობაში იყო…

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა…

1993 წლის 26 სექტემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე აგუძერაში ქართული შენაერთების დროებით შტაბში გადაიყვანეს (28 სექტემბერს, გამთენიისას, ის ბაბუშერიდან ბათუმში გადააფრინეს და იქიდან თბილისში დაბრუნდა), გია ყარყარაშვილმა კოდორის ხიდზე გადმოსვლა მოახერხა, თან რამდენიმე ათეული ჯარისკაცი და ორიოდე სამხედრო ტექნიკაც გადმოიყვანა, თუმცა თითქმის აღებული სოხუმისთვის ეს დახმარება იმდენად მცირე იყო, რომ ქალაქში მდგომარეობა არ შეცვლილა. 27 სექტემბერს, გამთენიისას, ქართული ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა ოჩამჩირეს უბრძოლველად ტოვებდა…

27 სექტემბერს, დილით, სოხუმში დარჩენილმა მოსახლეობამ სანატორიუმში დატრიალებული სისხლიანი ბაკქანალიის ამბავი შეიტყო.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 18 ივლისს, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს…

რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.” მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა” და „ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com