ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „იმ დარბაზში დეპუტატებში 10 კაცი მაინც არის ჩემი ყოფილი პაციენტი, ან პაციენტების შვილები, ან კეთილმოსურნეები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკას, თავიანთი მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის“-ანზორ მელია

„იმ დარბაზში დეპუტატებში 10 კაცი მაინც არის ჩემი ყოფილი პაციენტი, ან პაციენტების შვილები, ან კეთილმოსურნეები, დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკას, თავიანთი მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის“-ანზორ მელია

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

 

 

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“  ნიკა მელიას  იმუნიტეტის მოხსნაზე კომერნტარს აკეთებს:

„რაც გახმოვანდა, რომ ჩემს შვილს იბარებენ პარლამენტში, რომ მოუხსნან იმუნიტეტი, მე უკვე მივხვდი, რომ ეს არის სპეციალური დავალება და მზად ვიყავი ამისთვის. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობდი, რომ იმ დარბაზში დეპუტატებში 10 კაცი მაინც არის ჩემი ყოფილი პაციენტი, ან პაციენტების შვილები, ან კეთილმოსურნეები და დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკას, თავიანთი მკურნალი ექიმის შვილს არ გაიმეტებდნენ ციხისთვის. ერთადერთი იყო  რომან კაკულია და დარწმუნებული ვიყავი ბატონი რომანი არ გადადგამდა იმ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილი გაეწირა ციხისთვის. მეგონა ასევე, რომ  კობა კობალაძე, გვერდით დაუდგებოდა ჩემს შვილს, კიდევ ბევრი სხვა, თუმცა არ მინდა ახლა გვარების დასახელება, „როგორ შეიძლება გაწირო ადამიანი, რომელსაც საქართველოზე გული შესტკივა და არის სუფთა კაცი. ნიკა ძალიან პატიოსანი, ალალი, გულმართალი და მოუსყიდველია. მე ყოველთვის ველოდებოდი ამას, რომ მოხდებოდა ნიკას დაჭერა, მაგრამ ასე უსინდისოდ, ასე არაკაცურად, ამას არ მოველოდი“ – განაცხადა ანზორ მელიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა და  ნიკა მელიას ოპოზიციაში აღმოჩნდა, მისი პაციენტების 80% გაქრნენ.

„რომელ პაციენტებზე ვამბობ იცით, რომლებიც ღამის 2, 3, 4 საათზე მირეკავდნენ, რომლებსაც უჩემოდ არ შეეძლოთ არსებობა. 2012 წელს პარლამენტის პირველი სხდომა რომ ვნახე, 10 კაცი მინიმუმ იქ იჯდა ვინც დამეკარგა“,  ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ ნიკა მელიას  მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა.

ანზორ მელიამ აღნიშნა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი პარლამენტის დარბაზში იქნებოდა 10 ადამიანი მაინც, მისი პაციენტი ან პაციენტის ახლობელი და არ მისცემდა ხმას მისი შვილის ციხეში გაშვებას.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მგონი ყველა გავგიჟდებით, ვინც ცოცხლები დავრჩებით-დახმარებების გაცემაც მთავრდება, 20 წლის ნალოლიავები ფონდიც გაკოტრდა..“

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში დავით კინწურაშვილი–საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”დამფუძნებელი „მგონი ყველა გავგიჟდებით ვინც ცოცხლები დავრჩებით😢😢😢ერთი დღე ...