ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „იმ ადამიანებმა, ვინც მას გუნდურობას ასწავლის, საჯაროდ უნდა თქვან, დაუჭერენ თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიას მხარს“?

„იმ ადამიანებმა, ვინც მას გუნდურობას ასწავლის, საჯაროდ უნდა თქვან, დაუჭერენ თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიას მხარს“?

ეკა ბესელია აცხადებს, რომ „იმ ადამიანებმა, ვინც მას გუნდურობას ასწავლის, საჯაროდ უნდა თქვან, დაუჭერენ თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიას მხარს.  ამით გამოჩნდება მათი პოზიცია, ვინც დღეს  კობახიძის  მიერ მოფიქრებულ ვერსიას ავითარებს.რა დავალებით ისაუბრებს კახა კუჭავა , მდინარაძე ან რომელიმე სხვა კოლეგა, ეს გასაგებია, რომ არის იმ ჯგუფის პოზიცია, რომელსაც არ გამოუხატავს თავისი პროტესტი და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ამ პროცესის და ამ სიის მიმართ. ამიტომ მოდით ყველამ სათითაოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ღიად და საჯაროდ, რას ფიქრობს ამ სიასთან დაკავშირებით – უნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა მას მხარს. მოდით, ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდურობას მასწავლის, რაღაც ვერსიებს ავითარებს და ჩემს ნაცვლად საუბრობს მიზეზებზე, უმჯობესია პირდაპირ მათ ჰკითხოთ დაუჭერენ თუ არა იმ ადამიანებს მხარს, რომლებიც ამ სიაში არიან. გამოჩნდება მათი პოზიცია, ვინც დღეს საჯაროდ ავითარებს იმ ვერსიას, რაც მოიფიქრა  ირაკლი კობახიძემ,  ეს არის ცრუ ვერსია“, – განაცხადა  ბესელიამ.

მოდით, ყველამ სათითაოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ღიად და საჯაროდ, რას ფიქრობს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებითუნდა იყოს თუ არა ეს სია გაწვეული და დაუჭერენ თუ არა მხარს, –  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ  ჟურნალისტებს განუცხადა.

 ნინი ბეანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საცხოვრებლად ზუგდიდში გადავალ, მაგრამ ჯერ სახლს ვერ ვიყიდი, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს“-სანდრა რულოვსი

 ყოფილი ლედი სანდრა რულოვსი ზუგდიდში იყრის კენჭს, ის ზუგდიდის მერის პოსტის დაკავებას აპირებს: „მე ზუგდიდში ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com