ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „იმისთვის, რომ არშემდარი სახელმწიფოს მღრნელები კმაყოფილი გყავდეთ,არ დაინდეთ და გაიმეტეთ… მეორე ოპერაცია სჭირდებაო ამ საყვარელ ბიჭს“

„იმისთვის, რომ არშემდარი სახელმწიფოს მღრნელები კმაყოფილი გყავდეთ,არ დაინდეთ და გაიმეტეთ… მეორე ოპერაცია სჭირდებაო ამ საყვარელ ბიჭს“

„შეაჩერე კორუფციას“ თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

„ამ დღის შემდეგ წუთი არ გასულა, ეს ბავშვი რომ არ მახსოვდეს და გული არ მისკდებოდეს…

სანამ ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებდნენ, ორი დღით ადრე ჩემს ეზოში იჯდა, კაკლის ხის ქვეშ, და სანამ ჟურნალისტს ველაპარაკებოდი, კაკალს ამტვრევდა ლიკასთვის…

თუ არ იცით, აგიხსნით, რომ არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები უბრალოდ თავიანთ მოვალეობას იხდიან. თუ ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება იყოს, ან არ იყოს აქციაზე, ჟურნალისტები აუცილებლად იქნებიან, რადგან ეს მათი სამსახურია…

მხოლოდ სიველურის და უმწიფრობის ნიშანია ჟურნალისტების დევნა.

ომის დროსაც კი იცოდნენ ეს…

თქვენ რატომ არ იცით?

მეორე ოპერაცია სჭირდებაო ამ საყვარელ ბიჭს, ამ უწყინარ დათუნიას, რომელიც არ დაინდეთ და გაიმეტეთ…

რისთვის?

იმისთვის, რომ არშემდარი სახელმწიფოს მღრნელები კმაყოფილი გყავდეთ?

იმიტომ, რომ სისასტიკის წილ მიღებული პრემიებით გაალაღოთ საკუთარი ოჯახები?“ – წერს ენუქიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...