ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო, ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო, ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი“-ილია მეორის ქადაგება

„ წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო, ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო, ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი“-ილია მეორის ქადაგება

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლოჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ.

თქვენ ხედავთ მთელს მსოფლიოში მღელვარებაა. მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა.

როდესაც მღვდელი, დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს, აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული, გონება ღვთისაკენ და ეს მადლი ღვთისა დაგვეხმარება ჩვენ. დაგვეხმარება, რომ ვსცნოთ თავი თვისი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა ქადაგებისას.

ამასთან, უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგების დასასრულს აღნიშნა, რომ დიდი მარხვის დღეები მოახლოვდა და მომავალი კვირიდან დიდი მარხვის საგალობლები იგალობება.

LIVE ⭕️📌 პატრიარქის ქადაგება

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 10 თებერვალი, 2019

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com