ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ილიაუნის ბიზნესის სკოლას ავტონომიურობა მისცეს, მაგრამ დეკანი არ დააბრუნეს

ილიაუნის ბიზნესის სკოლას ავტონომიურობა მისცეს, მაგრამ დეკანი არ დააბრუნეს

 დღეს ილიანის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს ბიზნეს სკოლასთან დაკავშირებით.  თუმცა შეხვედრაზე დეკანის აღდგენასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ ჟურნალისტებს სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ჩატარდა შეხვედრა წარმომადგენლობით საბჭოებთან. შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც შეთანხმება სრულიად შესაძლებელია მოხდეს. ეს არის მაგალითად, სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში ახალ შექმნილ ფაკულტეტზე. ასევე ვფიქრობთ, ცალკე სტუდენტური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმუშავებს უნივერსიტეტის დონეზე წესდებაში ცვლილებებისთვის. ასევე ვთვლით, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობაა, გავაგრძელებთ შეხევედრებს და მუშაობას. ბიზნეს სკოლის სახელზე ვმსჯელობთ. ეს მსჯელობა გაგრძელდება. რაც შეეხება დეკანის აღდგენას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო ბევრად უფრო კონსტრუქციული, სამუშაო პროცესზე ორიენტირებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი ასე გაგრძელდება. დათმობაზე არ არის საუბარი, საუბარია, რომ პრობლემების გადაწყვეტა მოხდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ეს სტუდენტები უნდა დაელაპარაკონ სხვა სტუდენტებს და გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედებენ. ახალი სტრუქტურა ყველა ვარიანტში რჩება. ჩვენ ვიმსჯელებთ მის სახელზე და შედგენილობაზეც. არსებობს საკითხები, რომლებზეც შეთანხმება შეიძლება, მათ შორის, ბიზნესის სკოლის ავტონომიურობის სტატუსი და მექანიზმები ამ ახალ ფაკულტეტზე და წესდებაში განსახორციელებელი ცვლილებები და ორივე პროცესში სტუდენტების ჩართულობაზე. ლაპარაკია წესდებაში იმ ცვლილებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ცალკეული ფაკულტეტების ავტონომიურობას გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც ამ ფაკულტეტს ეხება. ბიზნეს სკოლისთვის ამ ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა ყველა ვარიანტში იქნება უზრუნველყოფილი.აუბარია ინსტიტუციურ ავტონომიურობაზე. ცალკე დეკანზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა ზედანიამ.

თეა ბალანჩივაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com