ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ითხოვს ნახევარ მილიონ ლარს-ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი და აიყვანა მძევლები

ითხოვს ნახევარ მილიონ ლარს-ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი და აიყვანა მძევლები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის თანამშრომლები ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებული არიან.

უწყება ადასტურებს, რომ პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

დაუზუსტებელი ინფორმაციიით თავდამსხმელი ითხოვს ნახევარ მილიონ ლარს, თ ვი თ მხილველის გადმოცემი თ თ ავდამსხმელი ლიმონკი თ არსი შეაიარაღებული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...