ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ შიდა ვალის მატებას და ბიუჯეტში ხარჯების გაზრდას ითხოვენ – სინამდვილეში ამ ფულის დიდი ნაწილი უკვე დახარჯულია და უკანა რიცხვით მისი დადასტურება სურთ “

„ შიდა ვალის მატებას და ბიუჯეტში ხარჯების გაზრდას ითხოვენ – სინამდვილეში ამ ფულის დიდი ნაწილი უკვე დახარჯულია და უკანა რიცხვით მისი დადასტურება სურთ “

ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდის შესახებ  პარლამენტარი რომან გოცირიძე  „ჯეომედიაპრესს“ ესაუბრა და განაცხადა, რომ ახლახანს პარლამენტში შევიდა ცვლილებების პროექტი, რომლის  თანახმად  მიმდინარე წლის ბიუჯეტში ითხოვენ ხარჯების გაზრდას,რაც იწვევს  შიდა ვალის მატებას.სინამდვილეში ამ ფულის დიდი ნაწილი უკვე დახარჯულია და  უკანა რიცხვით მისი დადასტურება  სურთ.

„ეროვნული ბანკი ძალიან დაგვიანებით კი ამკაცრებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, მაგრამ რად გინდა, მთავრობა ძირს უთხრის ლარის სტაბილურობას. ახლახან შემოვიდა ცვლილებების პროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ითხოვენ ხარჯების გაზრდას და შიდა ვალის მატებას. სინამდვილეში ამ ფულის დიდი ნაწილი უკვე დახარჯულია და უნდათ უკანა რიცხვით მისი დადასტურება. ფულის დიდი ნაწილი ხაზინის ნაშთებიდან არის აღებული, მეორე ნაწილი კი ბანკის კრედიტებია ( თბილისისი მერიისთვის). ყოველივე ზემოთქმული ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს, ცვლის ხარჯების სტრუქტურას ( დაფინანსების საგარეო წყარო იცვლება საშინაოთი), რაც იწვევს ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას“-აცხადებს რომან გოცირიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com