ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ივერი მელაშვილმა გარეჯის გარდა საქართველოს სხვა ტერიტორიებიც გაასხვისა“

„ივერი მელაშვილმა გარეჯის გარდა საქართველოს სხვა ტერიტორიებიც გაასხვისა“

გენერალურმა პროკურატურამ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო ზოლზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისდემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსიკომისიის ყოფილი წევრიექსპერტთა ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის მიერ დაკავებული დიპლომატი ივერი მელაშვილი მხოლოდ დავითგარეჯის საკითხში არ გამოირჩეოდა საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ დათმობებზე ხელმოწერით. მის სინდისზეა თურქეთზე აჭარის 6 ათასი ჰექტარი მიწის გასხვისება სასაზღვრო ზოლში.

ამის შესახებ გთავაზობთ ევრაზიის ინსტიტუტის ვებგვერდზე 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიას. ისმის კითხვა _ ეს ხომ უკვე ქოცების მმართველობის პერიოდში მოხდა? განა ქოცებმა არ იცოდნენ, რა ხდებოდა დავითგარეჯის მიმართ ნაცების მმართველობის პერიოდში? _ რა თქმა უნდა, იცოდნენ. იცოდნენ და დუმდნენ. განაგრძობდნენ “მეგობარი” აზერბაიჯანისთვის იაფი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ ქრისტიანული სიწმინდეებისა და ქართული მიწების მიყიდვას.

მაშ ასე, ივერი მელაშვილის 2016 წლის “გმირობა” “ქართული ოცნების” მთავრობის დაკვეთით:

შოკისმომგვრელია თურქულ გაზეთ “დეილი საბაჰ”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოში რუსული საინფორმაციო საშუალების გარეშე ვერ მოაღწევდა (პარადოქსია, მაგრამ ასეა _ თურქული პრესის მონიტორინგს საქართველოში არავინ აწარმოებს). ირკვევა, რომ საქართველოს სასაზღვრო ზოლში მდებარე 6 ჰექტარი ტერიტორია ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უნდა გადაეცეს თურქეთის რესპუბლიკასმდინარე ჩაქსუს (ჯაყისწყალიკალაპოტის ხელოვნურად შეცვლის საშუალებითსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 10-კაციანი დელეგაცია ივერი მელაშვილის ხელმძღვანელობით შეხვედრია თურქ კოლეგებს პოსოფის საკონტროლოგამშვებ პუნქტზე და შესაბამის დოკუმენტზე ხელიც მოუწერია.

მალე გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საქართველოს მხრიდან თითქოს არ ხდება ტერიტორიის დათმობა. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთ-საქართველოს 1992 წლის ხელშეკრულების თანახმად, საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის გადახედვას, რედელიმიტაციასა და რედემარკაციას არ ექვემდებარება. აქვე სამინისტრო ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ქართველი ხალხი. კერძოდ, გვარწმუნებენ, რომ თურმე ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტიამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე _ ჯაყისწყალსა და ქარზამეთისწყალზე _ ხორციელდება სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების მიზნითაღნიშნული მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენა ხდება 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით”.

ჩნდება კითხვა _ 1973 წელს კალაპოტშეცვლილი მდინარისთვის “პირვანდელი” სახის დაბრუნების საკითხი რატომ წამოიჭრა 2016 წელსრატომ ატყუებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას და ზემოთ წარმოდგენილი ბუნდოვანი ფორმულირებით ისე წარმოაჩენს ვითარებასთითქოს მდინარემ ახლახან იცვალა კალაპოტი და ამიტომ თურქული მხარის მოთხოვნა სამართლიანია? რატომ ვანგრევთ საკუთარი ხელით საბჭოთა კავშირის მიერ დანატოვარ საზღვარს? თუკი მდინარის კალაპოტის ხელოვნური შეცვლა (“პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება”) სამართლიანია, რატომ არ მოხდა ეს საბჭოთა კავშირის პერიოდში _ 1973-დან 1991 წლამდე, ე.ი., სსრკ-ის დაშლის მომენტამდე?

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მოდური იყო სერგო ორჯონიკიძის ლანძღვა, რომლის თაოსნობით საქართველოს ტერიტორიების ნაწილი მეზობელი რესპუბლიკების შემადგენლობაში აღმოჩნდა (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი). “ორჯონიკიძე” ლამის “მოღალატის” სინონიმად იქცა. მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ სერგო ორჯონიკიძეს ფულზე არ გაუცვლია ქართული მიწები. იგი მოქმედებდა იმ იდეოლოგიის მიხედვით, რომლისაც სჯეროდა და რომლითაც განმსჭვალული იყო. ორჯონიკიძეიდეური “ინტერნაციონალისტი”, საქართველოს აკლებდა ტერიტორიებსმაგრამ მაინც ერთიანი საბჭოეთის ფარგლებში. ეს სულაც არ ამართლებს ორჯონიკიძეს, მაგრამ რაღაც რაციონალური ახსნა მის ქმედებებს აქვს. დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება კი აბსოლუტურად გაუგებარიაორჯონიკიძისეულ იდეალიზმს ახლანდელ ბიუროკრატ ვირთხებს ვერ დავაბრალებიმის დაბრალებაც მიჭირსრომ თურქებმა მათ ფული “ჩაუჯიბეს”. საქმე უნდა გვქონდეს კლინიკურ შემთხვევასთანმაგრამ არც ეს კლინიკური გარემოება იქნებოდა განმსაზღვრელირომ არა უკვე 25-წლიანი მონური დამოკიდებულება უცხოეთის მიმართ _ საქართველომ ყველას ყველაფერი უნდა დაუთმოსჩვენ გვყავს “პარტნიორი ქვეყნები”, ჩვენ გვმართავენ უცხოეთის ელჩები და მათი ზემდგომი ორგანოებიჩვენ ვართ მათხოვარი ქვეყანაარ გვაქვს არც ეროვნული ღირსება და გვინდარომ “გვიპატრონონ”.

ჩვენ არ გვინდა დამოუკიდებლობა და ვერასოდეს ვიქნებით დამოუკიდებელნი. ჩვენ მუდმივად ვეწევით დამოუკიდებლობის იმიტაციას, რომლის ერთადერთ გამოხატულებად რუსეთის ლანძღვა-გინება მიგვაჩნია. ჩვენ” _ ამ შემთხვევაშისაქართველოს ბიუროკრატიას ეხებამადლობა ღმერთსხალხს აღარ!

ამიტომ მაინც ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ხალხი ხმას ამოიღებს და ჩაშლის მოღალატურ გარიგებასრომელიც ამ წმინდა დღეებშივნების კვირიაკეშიშედგამოვუწოდებ ბიუროკრატებსნუ დაემსგავსებიან იუდა ისკარიოტელს!

აქვე დავძენ, რომ ასეთ პატრიოტულ საკითხებში იმედი არ მაქვს იმ ნაძირალა ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლებისა, რომლებიც ბოტანიკური ბაღის “გადასარჩენად” დარბიან, მაგრამ ახლა, როდესაც საქართველოს ოფიციალურად აკარგვინებენ თუნდაც მცირე, მაგრამ სისხლით მორწყულ, წინაპრების მიერ შემონახულ ტერიტორიას, ხმა აქვთ გაკმენდილი. არადა, თითქოს იდეალური მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ხელისუფლება გააკრიტიკო, მაგრამ არა, ამ თემაზე კრინტსაც არ დაძრავენ საქართველოს რეალური გამყიდველები!

გულბაათ რცხილაძე

ge.news-front.info

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...