ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ივანიშვილს „ტიბისი“ ბანკზე კონტროლის დამყარება სურს, „ტიბისი” ბანკიდან საბუთების ამოღებას და რაღაც გასაიდუმლოებულ საქმეზე გამოძიების დაწყებას ძალიან ცუდი სუნი ასდის…“

„ივანიშვილს „ტიბისი“ ბანკზე კონტროლის დამყარება სურს, „ტიბისი” ბანკიდან საბუთების ამოღებას და რაღაც გასაიდუმლოებულ საქმეზე გამოძიების დაწყებას ძალიან ცუდი სუნი ასდის…“

პარლამენტარი რომან გოცირიძე ტიბისი“ ბანკის ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას ასე აფასებს:
„ტიბისი” ბანკიდან საბუთების ამოღებას და რაღაც გასაიდუმლოებულ საქმეზე გამოძიების დაწყებას ძალიან ცუდი სუნი ასდის. შესაძლებელია ეს იყოს ივანიშვილის მხრიდან ბანკზე კონტროლის დამყარების მცდელობა. არც ისაა გამორიცხული, რომ მას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდეს. 

ყველას კარგად ახსოვს, რომ უმრავლესობის დეპუტატებისა და მთავრობის წევრთა შეხვედრაზე ივანიშვილმა საჯაროდ დასდო ბრალი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მამუკა ხაზარაძის თანამზრახველობაში, ხოლო მამუკა ხაზარაძე დაადანაშაულა შვილმოკლული მამების მიერ გამართული საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია.
მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძემ ირიბად დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს და დაგმო ნაციონალური მოძრაობა ”რევანშიზმის” გამო, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის გულის მოსაგებად.
არ გამიკვირდება, თუ მორიგი აბსურდული ბრალდების მოწმე გავხდეთ, მაგალითად, იმისა, რომ მამუკა ხაზარაძე და ”ტიბისი” ბანკი მხარს უჭერს და აფინანსებს გაერთიანებულ ოპოზიციას:))
”ტიბისი” ბანკზე შეტევით მორიგ დაუკრეფავში გადავიდა ხელისუფლება. ”ჭარბვალიანობის” თითიდან გამოწოვილი ისტერია, რეგულაციები, ვალების ”ჩამოწერა” და სხვა საბანკო აქტივობები ”საარტილერიო მომზადება” იყო. ახლა ქვეითების ჯერი დადგა და შეუსიეს კიდევაც.
არ დამთავრდება ეს ამბები კარგად“-აცხადებს რომან გოცირიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე, რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას..რატომ არ იცავდა რუსული აგრესიისგან შეწურულ ქართველ ახალგაზრდებს…

„ვასაძე რატომ არ იდგა საოკუპაციო ხაზზე. რატომ არ აპროტესტებდა მცოცავ ოკუპაციას... რატომ არ იცავდა რუსული ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com