ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ ივანიშვილმა გაძარცვა ქვეყანა- ხალხის დოვლათმა და ქონებამ რა დააშავა?!“(video)

„ ივანიშვილმა გაძარცვა ქვეყანა- ხალხის დოვლათმა და ქონებამ რა დააშავა?!“(video)

 

 

ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელემიმარვას ავრცელებს და აცხადებს, რომ  არავის არაფერი არ შერჩება.

„დღეს წინასწარ იმის გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება ნიშნავს, რომ ვეუბნებით, მოიპარეთ, რაც შეიძლება მეტი, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შეგრჩებათ ხახვივით. თუ მთავრობა არ შეიცვლება, ხომ შეგრჩებათ და თუ შეიცვალა, მაინც შეგრჩებათ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო ვინც ამას ამბობს, თქვენ რომ გაეძარცვეთ, თქვენ ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?! მაშინ ხალხის დოვლათმა და ქონებამ რა დააშავა?!

მე ვფიქრობ, აქ არის საუბარი საერთაშორისო პროცედურებზე, არის საუბარი ყოველგვარი მიკერძოებულობის გამორიცხვაზე და რა თქმა უნდა, საქართველოში შეიცვლება მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ მიმართული ეროვნულ ერთიანობაზე, უნდა მოვიშუშოთ ეს იარა, რომელიც ივანიშვილმა მიაყენა საქართველოს ქვეყნის დაყოფით, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებით და შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები — პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და იქაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიმტევებლები.ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე… რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის სიველურე, რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, როცა მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიერი საბაბით წინა მთავრობის დევნას. ეს არის არაცივილიზებული, ეს ძალიან აზარალებს საქართველოს. ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ განწყობამ და კლიმატმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და გვჭირდება მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება, მაგრამ არსებობს რაღაც სხვა რეალობები.

ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამგვარად საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს არ არის სწორი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის წაღება?! არა მურუსიძეების და თუნდაც ახალი მურუსიძეების მიერ.

ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ რამდენიმე ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ და სხვა დასავლელ მოსამართლეს და ისინი ძალიან ზედმიწევნით, იურიდიული პროცედურის შედეგად თუ დაუმტკიცდებათ ყველაფერი, მოახდენენ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას“, — აცხადებს სააკაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს „კორონავირუსის“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოდ“-გიორგი თევზაძე

„დღეს ისეთი ვითარებაა ქვეყანაში ყველამ პოლიტიკური სიმპატიები თუ ანტიპატიები გვერდზე უნდა გადავდოთ და საერთო მტერს ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com