ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ივანიშვილმა გაიგოს, ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს“-ალეკო ელისაშვილი

„ივანიშვილმა გაიგოს, ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს“-ალეკო ელისაშვილი

 „ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა შვილებმა არ იციან, როგორი იყო უშუქო საქართველო და ახლა თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში არჩევნები ტარდებოდეს პატიოსნად. ჩვენ გვინდა ისეთი არჩევნები, სადაც მეორე დღეს დამარცხებული იტყვის, რომ დამარცხდა და გამარჯვებულს მიულოცავს, გამარჯვებული გამოვა, გაამხნევებს დამარცხებულს და იტყვის, რომ მოდი ერთად გადავხვიოთ ხელი და უკეთესი საქართველოსთვის ვიბრძოლოთ და ვიშრომოთო. ასეთი საქართველო გვინდა, პატიოსანი არჩევნები გვინდა საქართველოში და მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყონ გაყალბებული არჩევნები. იმ კაცმა გაიგოს, ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს, რომ არ გადავშენებულვართ ქართველები, ჩვენში თავისუფლების სიყვარული ძგერს,-დაივიწყონ თავად ცნება არჩევნების გაყალებების, ეს გვაწვალებს, ამიტომ ვდგავართ ჩვენ აქ, რომ ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ, რომ შინაარსი ჰქონდეს ამ არჩევნებს. სანამ ჩვენსას არ მივაღწევთ ფეხი არ მოვიცვალოთ ამ ბრძოლისგან, მხნედ და შეუპოვრად ვიდგეთ ყველა,“- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...