ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ივანიშვილი კურორტ აბასთუმანსაც ყიდულობს

ივანიშვილი კურორტ აბასთუმანსაც ყიდულობს

ივანიშვილის მითითებით, აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებული ხალხი ვეღარ იმკურნალებს – კურორტი ოლიგარქმა იყიდა

უკიდურესი ცინიზმი: ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე საქართველოს უკვე მიაყენა 20 მილიარდამდე ზარალი, ახლა კურორტ აბასთუმანსაც ყიდულობს. 

მიმდინარე წლის 22 მარტს, ოლიგარქის მითითების შესაბამისად, აბასთუმნის ცნობილი საავადმყოფო საბოლოოდ დაიხურა და მის ადგილას ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობა დაანონსდა.

შენობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიგდო ხელში, 1924 წელს აშენდა და იქ, ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები მკურნალობდნენ. თუმცა, ივანიშვილის ბრძანებით, საავადმყოფო დახურეს, ექიმები და პაციენტები კი, შენობიდან გაყარეს.

აწ უკვე ყოფილი საავადმყოფოს ხელმძღვანელი ოფიციალურად ადასტურებს რომ პალატა ყველა პაციენტმა დატოვა, რომელთა ნაწილის ბედი გაურკვეველია.

ქვეყანაში არსებული სიღარიბისა და კორუფციის მთავარი წყარო, ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით შარშან დაინტერესდა, როდესაც იქ რამდენიმე დღით ჩავიდა დასასვენებლად.

ადგილობრივები ყვებიან რომ აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობა აღარ შეეძლებათ, რადგან ივანიშვილის ინიციატივით, კურორტი “ჯანმრთელი ხალხის დასვენებისა და გართობის ცენტრად უნდა იქცეს”.

შესაბამისად, აბასთუმნის ე.წ. ახალი ტუბსაავადმყოფოს მშენებლობა, ოლიგარქმა დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დააწყებინა, რათა იქ ჩასული მილიარდელი, ტუბერკულოზით დაავადებულმა ხალხმა არ შეაწუხოს.

სწორედ ასე მიზანმიმართულად და ხალხის უკიდურესად გაღარიბების პარალელურად ისაკუთრებს ივანიშვილი ჩვენს ქონებას: ბოტანიკური ბაღების, სანაპირო ზოლის, პორტების მონოპოლიების, სკვერების, ხეების, ტყეების, სხვადასხვა შენობებისა და ახლა უკვე კურორტების სახით.

ლევან ქართველიშვილი

presa.ge

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ეთერშია ”კური”-გვამცნობს ქიბარსალიზებული ხმა“

  „ფრიად სანდო წყაროები ირწმუნებიან, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილა ”კურიერის” წამყვანთა ვინაობა. მას ქიბარ ხალვაში და ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com