ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ივანიშვილის დროს ჩაუკეტეს გარეჯი, ამ დროს მაბრალებენ, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ“

„ივანიშვილის დროს ჩაუკეტეს გარეჯი, ამ დროს მაბრალებენ, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ“

„ის, რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის, გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. სხვათაშორის, ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა. მინდა გითხრათ, რა აქვთ მათ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები – ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისებისთვის, შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ მიწების გასხვისებისთვის ფული გადაიხადეს, 60 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ФСВ-ს პროპაგანდისტების და ივანიშვილის თავში. მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ.

სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო – ჩემი მმართველობის დროს ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს იმის თაობაზე, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. უფრო მეტიც, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან მიმართულებით. მთავარი ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენს დროს ვერავინ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს, ქართველ მომლოცველებს, საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა, ჩაუკეტეს საკუთარ სიწმინდებთან, საკუთარ ისტორიასთან, კულტურასთან შეხების საშუალება და ეს მოხდა ამათ დროს!

მათ დროს ჩვენი ურთიერთობები ყველა ჩვენს მეზობელთან ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა და ეს ძალიან საშიში სიტუაციაა. ის, რომ ეს პროვოკაცია ხდება იმ დაძაბულობის და ომის ფონზე, რაც ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, სადაც რა თქმა უნდა, აქტიურად მონაწილეობს მოსკოვი, ესეც ხომ არ არის შემთხვევითი“,-აცხადებს სააკაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...