ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ივანიშვილის ბინძურ ცილისწამებას, უსამართლო ბრალდებებს, შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი “-შალვა შავგულიძე

„ივანიშვილის ბინძურ ცილისწამებას, უსამართლო ბრალდებებს, შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი “-შალვა შავგულიძე

 ოპოზიციაში გადასული, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე  ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, თუ რატომ არ მიმართა გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის სტატუსით სააპელაციო სასამართლოს.

„ალბათ, საჯაროდ არც ვუპასუხებდი ივანიშვილის ამ ბინძურ ცილისწამებას და ახლად დაწყებულ საარჩევნო კამპანიას გავაგრძელებდი, მაგრამ ვითვალისწინებ რა საზოგადოების დიდ ინტერესს საქმესთან მიმართებით, შევეცდები მოკლედ გავცე პასუხი ამ უსამართლო ბრალდებებს. პირველი – რატომ არ გავასაჩივრეთ სააპელაციო ინსტანციაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. იმჟამინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო მოეთხოვა არც მსჯავრდებულის ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება, დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით. ანუ ჩვენ არ შეგვეძლო სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რომლებიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის და დაზარალებული მხარის ინტერესების დაცვის ინტერესებს შეესაბამებოდა. ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და ჩვენ აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისათვის და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა-უ სააპელაციო სარჩელს შეიტანდა ან პროკურორი, ან რომელიმე მსჯავრდებული მაინც, ჩვენ როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი, სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, საკასაციო ინსტანციაში გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ არც პროკურორი და არც ერთი მსჯავრდებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპული კონვენციის 13-ე, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით მიგვემართა ევროპული სასამართლოსთვის. შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო ინსტანციაში რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა მაინც“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com