ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თქვენ გინდათ დაიცვათ გახარია, მაგრამ მე ჩემს სათქმელს ვიტყვი“-გედევან ფოფხაძე

„თქვენ გინდათ დაიცვათ გახარია, მაგრამ მე ჩემს სათქმელს ვიტყვი“-გედევან ფოფხაძე

 

 

ჩვენ ერთიანი მორალური სტანდარტი უნდა გვქონდეს. არ შეიძლება 7 ნოემბერს, 26 მაისს ვაფასებდეთ ერთი სტანდარტით, იმიტომ, რომ იქ უშუალო მონაწილეები ვართ, თუმცა ყველაზე არ ვამბობ, რადგან მათი ნაწილი მაშინაც მეორე მხარეს იყო. ეს ერთიანი სტანდარტი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ელემენტარული მორალი. 7 ნოემბერსაც გვეძახეს, რომ ჩვენ ვართ აგენტები, გვინდა დავამხოთ ხელისუფლება, ამ მოტივით შეიჭრა მაშინ ხელისუფლება „იმედში“ და აიღო ტელეკომპანია. რაც ხდებოდა 20 ივნისს, იმას არანაირი მორალური სტანდარტი არ აქვს. ჩვენ ომი გამოვუცხადეთ საკუთარ ხალხს. მეტიც, არც გამოვუცხადეთ, გამოცხადების გარეშე დაიწყო ეს ყველაფერი. 15 წუთით ადრე პრემიერი გვპირდებოდა ყველას, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რომ სისხლი არ დაიღვრება, რეზინის ტყვიები არ იქნება, მომწამლავი გაზი არ იქნება. 15 წუთის მერე ამ განცხადებიდან დაიწყო შტურმი საკუთარ ხალხზე და იქ „ნაციონალების“ ფაქტორით ამ ყველაფრის გადაფარვა ამორალურია. გახარია სამეგრელოში იყო და იმ საარჩევნო კამპანიას შეეწირა ჩემი მეგობრის დედა, ია კერზაია, იმ ტერორს, რომელიც სამეგრელოში ხდებოდა და აქ რაც მოხდა, ეს ელემენტარული ძალადობაა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის სიტყვით გამოსვლას უმრავლესობის მხრიდან უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა, რაც საბოლოოდ უმრავლესობის დეპუტატებსა და გედევან ფოფხაძესშორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ გედევან ფოფხაძემ გიორგი გახარიას ქმედება დაგმო და განაცხადა:

„ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაცია“ რომ დამთავრდა 20 ივნისს, ეს არის მთავარი შედეგი ამ ყველაფრის, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსებმა ერთიანი მორალური სტანდარტით უნდა ისაუბრონ და თუკი 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენები ერთი სტანდარტით ფასდება, არ შეიძლება 20-21 ივნისის მოვლენები სხვა სტანდარტით შეფასდეს.

„ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ გინდათ დაიცვათ გახარია, მაგრამ მე ჩემს სათქმელს ვიტყვი, რადგან ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი. „ნაციონალური მოძრაობა“ არაა ახლა ამ დარბაზში. მე ვარ და მე გაგცემ პასუხს. ნაციონალური ზონდერებითაა გავსებული ძალოვანი სტრუქტურები. მოსამართლეები სულ „ნაციონალი“ ზონდერები არიან. ეს ახალია ვინმესთვის? „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაცია“ რომ დამთავრდა 20 ივნისს, ეს არის მთავარი შედეგი ამ ყველაფრის. ამას ან ყველა თვალს გავუსწორებთ ან ყველა სიცრუეში ვიცხოვრებთ. სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები – ეს არის რეალობა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com