ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თქვენ გესმით? ქართველი კახა ლომაია მე, რუს გენერალს მევედრებოდა, ლენინგორში ჩემი “დესანტნიკები” შემეყვანა” – განაცხადა ვიაჩესლავ ბორისოვმა

„თქვენ გესმით? ქართველი კახა ლომაია მე, რუს გენერალს მევედრებოდა, ლენინგორში ჩემი “დესანტნიკები” შემეყვანა” – განაცხადა ვიაჩესლავ ბორისოვმა

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვის განცხადებით, რუსული არმია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაკავებას არ გეგმავდა.

ბორისოვთან ინტერვიუ “საერთო გაზეთმა” გამოაქვეყნა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

“სხვათა შორის, მინდა იცოდეთ, რომ აგვისტოს ომის დროს ვარიანში ჩვენი ჯარის ნაწილები არ იდგა! ასე, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების იქედან გატანა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.

აგრეთვე, მინდა იცოდეთ, რომ 15 სამხედრო ტყვე ჯარისკაცი ცხინვალიდან, ხოლო 22 ტყვე აფხაზეთიდან ჩვენ პირადად გადავეცით ქართველ დედებს, ყოველგვარი გაცვლისა და ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე. მინდა, ქართველმა ხალხმა ეს იცოდეს.

ჩვენ ლენინგორში (ახალგორის მუნიციპალიტეტი რედ.) ჯარის შეყვანას არც ვგეგმავდით, მაგრამ ბატონმა კახა ლომაიამ ეს საკითხი პრინციპულად წამოგვიყენა და პირადად მე არაერთგზის მთხოვა, ლენინგორში ჩემი “სადესანტო როტა” გამეგზავნა!!! თქვენ გესმით? ქართველი კახა ლომაია მე, რუს გენერალს მევედრებოდა, ლენინგორში ჩემი “დესანტნიკები” შემეყვანა” – განაცხადა ბორისოვმა.

P.S. როგორც ცნობილია კახა ლომაია და ვიაჩესლავ ბორისოვი ერთმანეთს 2008 წლის 14 აგვისტოს დილით ქალაქ გორში შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანიაც ესწრებოდა.

http://nsp.ge/

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...