ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას ეს რა თქმა უნდა იქნება ოცნებასთან შეთანხმებული“_გიორგი გახარია

„თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას ეს რა თქმა უნდა იქნება ოცნებასთან შეთანხმებული“_გიორგი გახარია

გიორგი გახარია: „სააკაშვილი დღეს არავინ არ არის, კარიკატურული ფიგურაა, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული. მას მნიშვნელობა მხოლოდ ოცნებისთვის აქვს – გამოაძრობენ ხოლმე, როცა გაუჭირდებათ. თუ მოხდა სასწაული და ჩამოვიდა – ეს ოცნებასთან შეთანხმებულია და ოცნება რასაც იკადრებს – ზუსტად იმავეს, როგორც მელიას გაუკეთა ამნისტია“ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მედიის კითხვებს უპასუხა რა მოჰყვება თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. „ამას არაფერი არ მოჰყვება. ჯერ ერთი არ ჩამოვა, მეორე – ვერ ჩამოვა და მის ჩამოსვლას ვერაფერი ვერ მოჰყვება იმიტომ, რომ გასამართლებული ადამიანის ადგილი, რომელიც ჩამოვა საქართველოში – რა თქმა უნდა ციხეშია.“ – ამბობს გახარია„და მერე თუ ოცნებამ გაბედა, ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი და თუ გაბედა და საერთოდ ხმა ამოიღო, როგორც უკვე ნელ-ნელა ლაპარაკი დაიწყეს ამნისტიაზე – აი ამას მოჰყვება მერე ადამიანების, რიგითი მოქალაქეების უძლიერესი გაბრაზება და მრისხანება და მერე ვნახოთ რა მოჰყვება.’’ – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე. „დამნაშავის აგდგილი არის ციხეში, მორჩა!“ – ასე პასუხობს გახარია მედიის კითხვაზე, როგორ იმოქმედებდა თავად, სააკაშვილის ჩამოსვლისას ის რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს.გახარია სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ოცნების ინტერესს უკავშირებს. „სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, რაღაც ფეიქ რაღაცის დადება – ეს ზღაპრები არის ოცნების მიერ მოგონილი, რომელსაც აგორებენ თავისი მომხრეების მობილიზებისთვის – ამის იქით აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას ეს რა თქმა უნდა იქნება ოცნებასთან შეთანხმებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია – ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ესენი დღეს რას ამბობენ – უბრალოდ ოცნებას დასჭირდა მაშველი რგოლი რომ ადამიანები შეაშინოს რაღაცით, ახლა აშინებენ ამით.’’„ეს 2 ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება რაღაც აჩრდილ – სააკაშვილი დღეს არავინ არ არის, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული, კარიკატურული ფიგურაა. ერთადერთი მნიშვნელობა თუ რამე აქვს – აქვს ოცნებისთვის და გამოაძრობენ ხოლმე მაშინ, როცა გაუჭირდებათ. თუ მოხდა სასწაული და ოცდამერვეჯერ ჩამოვიდა – რა თქმა უნდა ეს ოცნებასთან შეთანხმებულია – მის გარეშე ეს წარმოუდგენელია და რაც მერე მოხდება და ოცნება რასაც იკადრებს – ზუსტად იმავეს, როგოrც მელიას გაუკეთა ამნისტია“- ამბობს გახარია.

10110120 კომენტარი3 გაზიარებამომწონსკომენტარის დატოვებაგაზიარება

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მე-15 დღეა შიმშილობს- ძველებურად ვერ გამოიყურება,ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ“-გიული ალასანია

ემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ...