ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თუ დანაშაული მართლა ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ბავშვის მშობლებისთვის ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა, თანავუგრძნობ, რომ ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს“

„თუ დანაშაული მართლა ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ბავშვის მშობლებისთვის ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა, თანავუგრძნობ, რომ ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს“

`თუ დანაშაული მართლა ჩემმა შვილმა ჩაიდინა, ბავშვის მშობლებისთვის ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა, თანავუგრძნობ, რომ ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავ~, – ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის დედა, ნუნუ გრიგალაშვილი. ინფორმაციას 1Tv.ge ავრცელებს.

 

ნუნუ გრიგალაშვილი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა სხვა ადამიანის ჩადენილი იყოს.

„ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა. ამ ბავშვს არც იცნობდა, არც შეხება ჰქონდა. მეც გაურკვევლობაში ვარ. შესაძლებელია, სულ სხვა იყოს დამნაშავე. სავარაუდოდ, ჩემს შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. თუ მართლა მაგან გააკეთა, იმ მშობლების წინაშე ძალიან დიდი ბოდიშის მოხდა მინდა და თანავუგრძნობ, რომ ამხელა ტრაგედია მიიღო“, – თქვა გრიგალაშვილმა.

2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.

გორში ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე წარსულში ნასამართლევია.

დაკავებული პირი თბილისშია გადაყვანილი. ბრალდებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და საზოგადოებრივი ადვოკატი ჰყავს, რომლის თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com