ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, რაც მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გამოყვანას და  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ“-გედევან ფოფხაძე

„თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, რაც მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გამოყვანას და  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება, ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო ომის დაწყებისკენ“-გედევან ფოფხაძე

„თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით. მე ამაში ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს სწორედ ის რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას” გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას და მსგავს რაღაცებს, ბუნებრივია, არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას აპირებს სააკაშვილი და მისი გუნდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საფრთხის წინაშე ყველა პირს შევკრავთ, გავერთიანდებით, ყველანაირ წყენას და უკმაყოფილებას, რაც კი შეიძლება გვქონოდა ერთმანეთის მიმართ, დავივიწყებთ და შევძლებთ, რომ ეს ფაშისტური ძალა არ გახდეს საქართველოს დაღუპვის წინაპირობა,”- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს „ნაციონალური მოძრაობის” ამოცანა აძლევს, რომელიც ფოფხაძის თქმით,მერაბიშვილის და ა ხალაიას ციხიდან გამოყვანას და ასევე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას უკავშირდება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com