ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თუ არ ეშინია ბიძინას , უნდა შემხვდეს“-ზაზა სარალიძე

„თუ არ ეშინია ბიძინას , უნდა შემხვდეს“-ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოს კითხვებს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც მის მიმართ ამბობს.  სარალიძის განცხადებით„მკვლელების დასჯამდე ბრძოლას არ შეწყვეტს“

ჩემი სათქმელი მთელი სახელმწიფოსთვის ნათქვამი მაქვს უკვე. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს პირადად ჩემთვის სათქმელი ეგ მაინტერესებს. თავის გადასაწყვეტია შემხვდება თუ არა, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს.

რეალური პასუხების და კითხვების თუ არ ეშინია უნდა შემხვდეს. თუ არ უნდა შეხვედრა არ დავაძალებ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს პირდაპირ, ღია ეთერში გამცეს იმ კითხვებზე პასუხი, რა ბრალდებებიც წამოვიდა ჩემ მიმართ. ან თუ არ არის ამ საქმეში გათვითცნობიერებული, ის ვინც უთხრა, რომ ზაზა სარალიძე ასეთიაო, ის ხალხი გამოიყვანოს და მოახდევინოს ბოდიში. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, ჩვეულებრივი ადამიანია, ნებისმიერ ადამიანს დავუპირისპირდები, ვინც ოჯახის მიმართულებით ტალახს ისვრის“, – განაცხადა სარალიძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვაშაძემ და მისმა ჯგუფმა მეომრები მიატოვეს ბრძოლის ველზე, რომ არა პატრიარქი, არ გვექნებოდა საშუალება, რომ გამოგვეყვანა“…

„მთავარი თემა არის ის, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშაძემ მას მერე მიატოვა, რაც ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com