ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თურქული ექსპანსია- 900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – (ვიდეო)

თურქული ექსპანსია- 900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – (ვიდეო)

 

„900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში“ – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლობენ.

მუსლიმური პანსიონები ციფრებში

„მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებს ზედამხედველობენ აჭარაში. მათი იურიდიული სტატუსია ან არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ააიპ-ი. პანსიონები არის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე ბათუმში, თბილისში, ახალციხეში… აჭარის ტერიტორიაზე მთლიანობაში 30 პანსიონია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობაა“, რომელსაც სასულიერო პირი შამილ/რამაზ კაკალაძე ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციას 10 პანსიონი აქვს ბათუმში, ხოლო მისი მეგობარი ორგანიზაცია პანსიონებს ფლობს ხულოსა და თბილისში.

სასკოლო ასაკის ბავშვები, რომლებიც პანსიონებში ცხოვრობენ, თუკი თბილისში არსებულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას, პანსიონი თბილისშიც უზრუნველყოფს მათ როგორც საცხოვრებლით, ისე საკვებით.

„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ პანსიონებში ბათუმის მიმდებარედ მთლიანობაში 125 ბავშვი ცხოვრობს, ხულოში არსებულ პანსიონებში კი ორგანიზაციას 150 მოსწავლე ჰყავს. მთის რეგიონის პანსიონებში ძირითადად მაღალი კლასის მოსწავლეები ცხოვრობენ. მათ რელიგიის საათთან ერთად ეროვნული გამოცდებისთვისაც ამზადებენ. ბათუმთან ახლოს მდებარე პანსიონების მოსწავლეებს კი მხოლოდ რელიგიის საათი უტარდებათ.

პანსიონებში ბავშვები უფასოდ ცხოვრობენ და იკვებებიან. პანსიონის ბავშვების ძირითადი მოვალეობა ასეა ჩამოყალიბებული – უნდა ისწავლონ და ილოცონ.

სოფელ ფერიაში არსებული ორი პანსიონიდან ერთში გოგონები ცხოვრობენ, მეორეში – ბიჭები.

პანსიონი გოგონებისთვის

გოგონების პანსიონი

900 მოსწავლე და 30 მუსლიმური პანსიონი აჭარაში – ეს არის ის ციფრები, რასაც ასახელებენ ამ სფეროში ჩართული ადამიანები. თუმცა ეს არ არის აბსოლუტურად ზუსტი სტატისტიკა იმ გოგონებისა და ბიჭების შესახებ, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებში ცხოვრობენ და სწავლ„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ ფერიის პანსიონში 30-მდე სხვადასხვა ასაკის გოგო ცხოვრობს. ერთ საკლასო ოთახში თავმოყრილი 10-13 წლის გოგონები ხმამაღალი კითხვით ხვდებიან „ბათუმელებს“. კითხვასაც ყველა ერთად წყვეტს და პასუხიც გუნდური გამოსდით – რომ „პანსიონში ყოფნით ძალიან ბედნიერები არიან“.

„ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ პანსიონებში ბათუმის მიმდებარედ მთლიანობაში 125 ბავშვი ცხოვრობს, ხულოში არსებულ პანსიონებში კი ორგანიზაციას 150 მოსწავლე ჰყავს. მთის რეგიონის პანსიონებში ძირითადად მაღალი კლასის მოსწავლეები ცხოვრობენ. მათ რელიგიის საათთან ერთად ეროვნული გამოცდებისთვისაც ამზადებენ. ბათუმთან ახლოს მდებარე პანსიონების მოსწავლეებს კი მხოლოდ რელიგიის საათი უტარდებათ.

პანსიონებში ბავშვები უფასოდ ცხოვრობენ და იკვებებიან. პანსიონის ბავშვების ძირითადი მოვალეობა ასეა ჩამოყალიბებული – უნდა ისწავლონ და ილოცონ.

სოფელ ფერიაში არსებული ორი პანსიონიდან ერთში გოგონები ცხოვრობენ, მეორეში – ბიჭები.

წყარო: „ბათუმელები“

 

მუსლიმური პანსიონები ციფრებში

„მსოფლიო მუსლიმთა კავშირი“, „ახალგაზრდებზე დახმარების ასოციაცია“, „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობა“ და „მიზანი“ – ეს ის ძირითადი ორგანიზაციებია, რომლებიც მუსლიმურ პანსიონებს ზედამხედველობენ აჭარაში. მათი იურიდიული სტატუსია ან არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ააიპ-ი. პანსიონები არის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე ბათუმში, თბილისში, ახალციხეში… აჭარის ტერიტორიაზე მთლიანობაში 30 პანსიონია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობაა“, რომელსაც სასულიერო პირი შამილ/რამაზ კაკალაძე ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციას 10 პანსიონი აქვს ბათუმში, ხოლო მისი მეგობარი ორგანიზაცია პანსიონებს ფლობს ხულოსა და თბილისში.

 

სასკოლო ასაკის ბავშვები, რომლებიც პანსიონებში ცხოვრობენ, თუკი თბილისში არსებულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას, პანსიონი თბილისშიც უზრუნველყოფს მათ როგორც საცხოვრებლით, ისე საკვებით.

წინა მერხთან მჯდომი სალომე ამბობს, რომ როცა სკოლას დაამთავრებს, ჟურნალისტი უნდა გამოვიდეს. „აქ ჩვენი სურვილების ასახდენად ხელს გვიწყობენ. უნდა იცოდე შენი რელიგია, შემდეგში კითხვები რომ არ გქონდეს. სკოლაში 9 და 10 ქულები მაქვს – ისტორია და მათემატიკა მიყვარს, ასევე უცხო ენა. ჯერ უნივერსიტეტში ვისწავლი და შემდეგ შეიძლება სახოჯიოზეც წავიდე“, – ამბობს სალომე.

რამაზ კაკალაძე, რომელსაც სასულიერო განათლებასთან ერთად ექიმის დიპლომიც ჰქონია, მოსწავლის აზრების მოსმენის შემდეგ დასძენს, რომ „გოგო სკოლის დამთავრების მერე უნდა გათხოვდეს და შვილები გაზარდოს“.

გოგონების პანსიონში რელიგიის გაკვეთილებს ქალი მასწავლებლები ატარებენ. პანსიონს ხუთი ზედამხედველი ჰყავს, რომლებიც პანსიონშივე ცხოვრობენ. მასწავლებლებიც, მათი ხელმძღვანელისგან განსხვავებით ამბობენ, რომ ქალმა ჯერ კარიერა უნდა გაიკეთოს და „მერეა გათხოვება“. თუმცა, თავად მასწავლებლების განათლება მხოლოდ საჯარო სკოლით შემოიფარგლება. სასულიერო განათლება კი თურქეთის ქალაქ ტრაპზონში მიუღიათ.

რამაზ კაკალაძის თქმით, მის პანსიონში რელიგიის სწავლებას მხოლოდ ერთი საათი ეთმობა, დანარჩენ დროს, როგორც გოგონები, ისე ბიჭები სასკოლო გაკვეთილებს ამზადებენ. „ბავშვები ფერიის საჯარო სკოლაში დადიან. დისკრიმინაცია და ცუდი მოქცევა არასდროს ყოფილა ამ სკოლაში. სკოლას 200 მოსწავლე ჰყავს, აქედან 80 ჩვენი ბავშვია“, – ამბობს რამაზ კაკალაძე.

როგორც მოსწავლეებს, ისე ქალ მასწავლებლებს თავზე ახურავთ. ბავშვები შენობის გარეთ, სკოლაშიც თავდახურულები დადიან? – ამ კითხვის პასუხად რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ მოსწავლეებს მხოლოდ პანსიონის ტერიტორიაზე აქვთ თავი შეხვეული.

 

უყურეთ რა ხდება რეალურად აჭარაში და რას გვიმალავს სახელმწიფო ხალხს თურქი მეზობელი რომ არ გააღიზიანოს!#აჭარისთურქიზაცია#ნეოსმანიზმი

Posted by ჩემი ბათუმი/My Batumi on ხუთშაბათი, 06 სექტემბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„შვილებს დედები დაავიწყდათ… იციან, რომ ჰყავთ დედა, სადღაც ძალიან შორს-ფულის მანქანა ემიგრანტი დედები“(ვიდეო)

გამარჯობა საქართველოვ! მე შენი მიწის შვილი ვარ, იმ მიწის, სადაც დავიბადე და პირველად “დედა” დავიძახე; ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com