ახალი ამბები
Home / Uncategorized / თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თსუ: ორი არჩევანი, ერთი გადაწვეტილება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვიდე მოწვევის სტუდენტურ თვითმმართველობას, რომელმაც საკუთარი უფლებამოსილება უკვე, თავისი ნებით, ხელოვნურად,  ორჯერ გაიხანგრძლივა; სტუდენტთა მტკიცებით,  თსუ-ის უკლებლივ ყველა ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაუვიდათ; იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს ძველ თვითმართველობას და ამის დამოწმების მრავალი მტკიცებულებაც მოეპოვებათ.

10 ოქტომბერს,  ხსენებულმა სტუდენტებმა თავიანთ ფაკულტეტზე თვითმმართველობის არჩევნები დამოუკიდებლად ჩაატარეს, მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობის მიერ 12 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები კი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამტკიცდა მოსარჩელეთა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა ვერ შედგა.

რაც შეეხება იურიდიული ფაკულტეტის ხელმძღვანელობასა და პროფესორებს, ისინი სრულად იზიარებენ კრიტიკოსი სტუდენტების მოსაზრებას და არალეგიტიმურად მიიჩნევენ ვადაგასული მოწვევის თვითმმართველობას, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფს.

პრობლემის სათავე:

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გასულ სემესტრში გამოააშკარავდა, რომ  თსუ-ს უკლებლივ ყველა ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობებს უფლებამოსილების ვადა 1 წლის წინ გაუვიდათ.

თსუ-ში 2006 წელს ჩამოყალიბებული ორგანიზაციის, “სტუდენტური თვითმმართველობის” დელეგატებსა და ხელმძღვანელებს 2 წელიწადში ერთხელ ირჩევენ. პროცესში ჩართვა ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის დაინტერესებულ სტუდენტს შეუძლია.

თვითმმართველობის არჩევნები თსუ-ში ბოლოს 2018 წლის ნოემბერში ჩატარდა. მაშინ მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობა აირჩიეს.

2 წლის შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში, აღნიშნულმა ინსტიტუციამ იხელმძღვანელა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით, რომელიც ამბობს, რომ “მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში”, თვითმმართველობის პრეზიდენტი ახდენს თვითმმართველობის არჩევნების გადავადებას არაუმეტეს ექვსი თვისა.

როგორც აღმოჩნდა, 1 წლის წინ მათ გამოიყენეს კანონიერი შესაძლებლობა – საგანგებო სიტუაციებში არჩევნების არაუმეტეს 6 თვით გადადება.

თუმცა 6 თვის შემდეგ მეორეჯერ მიმართეს იმავე ნორმას და კვლავ 6 თვით გადადეს არჩევნები. აღნიშნული უკვე არამართლზომიერი ქმედება აღმოჩნდა, რამეთუ ხსენებული ნორმის გამოყენება მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.

ამდენად, აშკარა იყო არაუფლებამოსილი თვითმმართველობა, რომელიც კვლავაც ცდილობს, კიდევ ერთხელ, არაკანონიერად გაიხანგრძლივოს უფლებამოსილება.

წარმოდგენილი ვითარებით, დადგა სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.

2 განსხვავებული არჩევანი და სტუდენტთა საორგანიზაციო კომიტეტი

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ნაწილი პროცესში სექტემბრიდან ჩაერთო. მათ გაიზიარეს მოსაზრება მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობის არალეგიტიმურობის შესახებ, არ ცნეს რა მისი უფლებამოსილების გახანგრძლივება მეორე ვადით.

სტუდენტთა შორის საკითხისადმი ინტერესმა განსაკუთრებით იმატა მას შემდეგ, რაც ფაკულტეტის საბჭოში ამჟამინდელი მოწვევის თვითმმართველობის წევრთა უფლებამოსილების საკითხი დადგა.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა ინიციატივით გამოცხადდა არჩევნების საორგანიზაციო კომიტეტის წევრთა მიღება, სადაც იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს ჰქონდა ჩართვის შესაძლებლობა. პროცესი ღია და სრულად გამჭირვალე იყო.

საორგანიზაციო კომიტეტი დაკომპლექტდა 40-მდე სტუდენტით, რომლებიც ჩამოაყალიბეს საარჩევნო დებულება და სხვა საორგანიზაციო საკითხები.  კომიტეტის ყველა სხდომა იყო გამჭვირვალე და სხდომის ოქმები იტვირთებოდა თსუ-ს ოფიციალურ საიტზე (https://www.tsu.ge/)

საბოლოოდ საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით იურიდიულ ფაკულტეტზე არჩევნები დაინიშნა 10 ოქტომბერს.

ამ ინფორმაციის გაჟღერებიდან მალევე, არაუფლებამოსილმა თვითმმართველობებმა არჩევნები დაანონსა, ორი დღის შემდგომ,  12 ოქტომბერს.

ასე რომ, მოცემულობად იყო 2 დანიშნული არჩევნები, 10 ოქტომბერს და 12 ოქტომბერს.  

რაც შეეხება იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებს, დეკანატმა, ფაკულტეტის საბჭომ და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის უკლებლივ ყველა ლექტორმა მხარი ერთხმად  დაუჭირა და ლეგიტიმურად ცნო 10 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები.

აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო კომიტეტი ყოველთვის  ღია იყო მოლაპარაკებისა და მედიაციისათვის. თუმცა სამედიაციო შეხვედრამდე 1 საათით ადრე, კვლავაც არაუფლებამოსილმა თვითმმართველობამ თქვა მედიაციაზე უარი.

აღსანიშნავია, რომ მათი მხრიდან მედიატორად შემოთავაზებული იყო თავად რექტორის კანდიდატურა, მეორე მხრივ კი მოთხოვნილი იყო პროფესიონალი ობიექტური მედიატორი, რასაც ისინი არ დაეთანხმდნენ.

შესაბამისად, დადგა მოცემულობა რომ ტარდებოდა ორი არჩევნები, 10 და 12 ოქტომბერს;

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 10 ოქტომბერს საორგანიზაციო კომიტეტმა ჩაატარა სამართლიანი, ისტორიაში პირველად სრულად ონლაინ, არჩევნები, პლატფორმა electionrunner-ით , პლატფორმით რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციები.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ამ პერიოდის განმავლობაში არაუფლებამოსილი თვითმმართველობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებები თუ ქმედებები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სტუდენტთა კომიტეტის  სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა, კერძოდ 12 ოქტომბრის არჩევნების შეჩერება, გადადება;

შეჩერებულია 12 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები და თსუ-ს როგორც იურიდიულ, ისე ყველა სხვა ფაკულტეტის არაუფლებამოსილ თვითმმართველობებს ეკრძალებათ არჩევნების ჩატარება, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ოფიციალურად არ ცნობს არსებულ თვითმმართველობებს არაუფლებამოსილად.

სასამართლოს პროცესი და ახლანდელი ვითარება

28 სექტემბერს იურიდიული ფაკულტეტის ათეულობით პროფესორმა განცხადება გაავრცელა რითაც  ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საორგანიზაციო კომიტეტის სტუდენტების მიმართ.

უნდა ითქვას რომ იყო მხარეებს შორის მედიაციის უშედეგო მცდელობები. როგორც საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, უნივერსიტეტის რექტორმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და კომიტეტსა და ამჟამინდელი მოწვევის თვითმმართველობას მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.

მხარეთა შორის მკვეთრი განსხვავებების გამო, ეს ვერ მოხდა. ამასობაში, 8 ოქტომბერს, კომიტეტის წევრმა სტუდენტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

მოსარჩელეები სასამართლოსგან ითხოვენ:

“დაევალოს ს.ს.ი.პ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ ჩატარდეს არაუფლებამოსილი სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დანიშნული მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები”.

ამასთან, კომიტეტის წევრებმა სასამართლოს სთხოვეს, გამოეყენებინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, შეეჩერებინა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მიმდინარე კვირაში დანიშნული არჩევნების ჩატარება.

“12 ოქტომბერს რომ ჩატარებულიყო არჩევნები, ეს სარჩელი მიზანს კარგავდა და იმის გარკვევაც დაკარგავდა მიზანს, ვინ იყო უფლებამოსილი არჩევნების ჩატარებაზე.

სასამართლომ დააკმაყოფილა საორგანიზაციო კომიტეტის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შესაბამისად, 12 ოქტომბერს თსუ-ში არჩევნები აღარ ჩატარდა.

სამაგიეროდ, 2 დღით ადრე, 10 ოქტომბერს, იურიდიულის საორგანიზაციო კომიტეტმა ონლაინ, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით ჩაატარა არჩევნები თავის ფაკულტეტზე. კომიტეტის თანახმად, პროცესში 1039-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა:

მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, 11 ოქტომბრის ღამით, თსუ-ს მეორე კორპუსის წინ, თანამოაზრეებთან ერთად გააკეთა განცხადება.

ალექსანდრე გაბაშვილის თქმით, 12 ოქტომბრის არჩევნების შეჩერებაზე მოსამართლის გადაწყვეტილება “უსამართლოა და წინააღმდეგობაში მოდის კანონთან განათლების შესახებ, სადაც გარკვევით წერია, რომ ადმინისტრაცია არ უნდა ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში”.

თვითმმართველობის განცხადებით, იურიდიულ ფაკულტეტზე საორგანიზაციო კომიტეტი არა სტუდენტების ინიციატივით, არამედ ფაკულტეტის დეკანატის მითითებით, ამჟამინდელი მოწვევის თვითმმართველობასთან მისი დაპირისპირების გამო შეიქმნა და კრიტიკოსი სტუდენტების ყველა ნაბიჯი სწორედ დეკანატის მიერ არის ნაკარნახევი.

კომიტეტში აღნიშნულს უარყოფენ

მისი თქმით, კომიტეტისა და ფაკულტეტის ხელმძღვანელობის თანამშრომლობა “მხოლოდ კონსულტაციებით შემოიფარგლებოდა”:

“სტუდენტებს ვერ გვეცოდინებოდა ყველა სამართლებრივი აქტი, რაც თვითმმართველობასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თუ რაიმე კითხვა გვქონდა, მივმართავდით დეკანატს”.

მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობამ თავისი არჩევნები გადადებულად გამოაცხადა, თუმცა ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და მოსამართლის განჩინებას გაასაჩივრებს. ის ასევე ითხოვს იურიდიული ფაკულტეტის დეკანისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენებას.

თავის მხრივ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან იურიდიულ ფაკულტეტზე. კომიტეტში ამბობენ, რომ თუ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, მეშვიდე მოწვევის თვითმმართველობა ვერც მომავალში შეძლებს არჩევნების ორგანიზებას, რის შემდეგაც სხვა ფაკულტეტებზეც შეიქმნება სტუდენტური კომიტეტები კენჭისყრის დასაგეგმად.

კომიტეტში ამბობენ იმასაც, რომ თსუ-ს ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლობის იმედი არ აქვთ, ვინაიდან ამ უკანასკნელმა უნივერსიტეტის საიტიდან წაშალა კომიტეტის მუშაობასთან დაკავშირებით იურიდიული ფაკულტეტის მიერ გამოქვეყნებული მასალები.

საქალაქო სასამართლოში მოპასუხე მხარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. შესაბამისად, მოსამართლის განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილება, სურვილის შემთხვევაში, სწორედ მას აქვს.

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...