ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თორნიკე რიჟვაძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან, 11-ის მხარდაჭერა სჭირდება-გახდება თუ არა თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის მეთაური

თორნიკე რიჟვაძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან, 11-ის მხარდაჭერა სჭირდება-გახდება თუ არა თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის მეთაური

თორნიკე რიჟვაძე დეპუტატებს თავის პროგრამასა და გუნდს გააცნობს. კითხვებს მინისტრობის კანდიდატებიც უპასუხებენ. რიჟვაძე ეკონომიკისა და სოფლის მეორნეობის მინისტრებს ცვლის.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ცვლილებები მათთან შეთანხებულია, თუმცა კითხვები რეგიონის აქტუალურ თემებზე ექნებათ.

ოპოზიციის განცხადებით კი დღესაც იგივე პრობლემებია რაც ზურაბ პატარაძის დამტკიცებოს დროს იყო, შესაბამისად არც შეკითხვები შეცვლილა.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ უმაღლესი საბჭოს ბიურო მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად რიგგარეშე სესიის ზუსტ თარიღს გამოაცხადებს.

მოგეხსენებათ პრეზიდენტმა რიჟვაძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა. ის “ქართული ოცნების” კანდიდატია, ოპოზიციას კი საერთო კანდიდატი ჰყავდა დასახელებული არმაზ ახვლედიანის სახით.

თორნიკე რიჟვაძესაქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი იყო. მანამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც იკავებდა.

იმისთვის რომ კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის მეთაური გახდეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან 11-ის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კი უმაღლეს საბჭოში 14 მანდატი აქვს.

თეა ბალანჩივაძე

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა. ეს ეხება ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com