ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თინა ხიდაშელი: „ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს, საიდან და ვინ იდგა მის უკან…“

თინა ხიდაშელი: „ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს, საიდან და ვინ იდგა მის უკან…“

 თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა,თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების მიღმა დღევანდელი  ხელისუფლება დგას:

ხიდაშელმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა ინტერნეტში გავრცელდა ფარული ვიდეო-ჩანაწერი და მას სწორედ ხიდაშელის სახელი ეწერა.

მაშინ იყო კონკრეტული მოცემულობა, ხელისუფლება იყო ძალიან შეწუხებული ჩემი საქმიანობით, ჩემი მოქმედებებით, განსაკუთრებით დასვლურ ფრონტზე და მათ უნდოდათ რაიმე გაეკეთებინათ იმისთვის, რომ ჩემი დისკრედიტაცია მოეხდინათ. მე ფულს არ ვიპარავდი, ხელისუფლებაში ძალაუფლების გადამეტებით არ ვიყავი დაკავებული, არც ვილებს მჩუქნიდა ვინმე, შესაბამისად, მოიგონეს ეს სპექტაკლი, არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, ანა დოლიძე ამერიკაში იყო მაშინ და დილის 7 საათზე დამირეკა, თორემ ვერც კი გავიგებდი ამის შესახებ. დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი facebook-ის გვერდზე იყო ატვირთული რაღაც ვიდეო, თავიდან მე და დათომ რამდენიმე წუთს ვუყურეთ ამ ვიდეოს, შემდეგ დავურეკე ვახო გომელაურს და ვთხოვე ვიდეო არ წაეშალათ, რათა ყველას ენახა, რომ ეს იყო ორი ადამიანის შესრულებით დადგმული სპექტაკლი, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე წუთში ვიდეო გაქრა ინტერნეტ-სივრციდან. ამან გააჩინა ჭორაობის საფუძველი. შემდეგ უკვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების წაქეზებით, აქტიურა აჟიტირებული იყვნენ ამ კამპანიაში ჩართული და ამბობდნენ, თითქოს ჩემი ვიდეოც არსებობდა ბუნებაში“, ბევრ თათბირს ვესწრებოდი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, ვინ ტვირთავდა ფარულ ვიდეოებს, საიდან და ვინ იდგა მის უკან,, – განაცხადინა ხიდაშელმა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სალომე ზურაბიშვილი: „აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია“(ვიდეო)

„აუცილებელია საზღვრების დელიმიტაცია, ორმხრივი კომისია აგრძელებს მუშაობას და ყველა საზღვრის დელიმიტაცია მოხდება და  გაირკვევა“- განაცხადა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com