ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თბილისში, 17 წლის მოზარდი 140 ნომერ ავტობუსში დაჭრეს

თბილისში, 17 წლის მოზარდი 140 ნომერ ავტობუსში დაჭრეს

17 წლის მოზარდი სავარაუდოდ ავტობუსში დაჭრეს. როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას 140 ნომერი ავტობუსის მძღოლი ამბობს, დაჭრის მომენტი თავად არ დაუნახავს, თუმცა შემთხვევას მგზავრები შეესწრნენ:

“მეთორმეტე კლასელი იყო, დანა დაარტყეს უკანა კარებში. დანახვით მე ვერაფერი დავინახე, მაგრამ… აქვე მოხდა ამ ადგილზე და ავტობუსი არც გამინძრევია. ჩამოიყვანეს, დააწვინეს სკამზე სასწრაფო მოვიდა და წაიყვანა. არაფერი ისეთი არ გამიგია, ქალებმა დაიწყეს ყვირილი დანა დაარტყესო. დანის დარტყმამდე ხმამაღალი ლაპარაკი იყო, ოღონდ ისეთი განსაკუთრებული არაფერი” – ამბობს ავტობუსის მძღოლი “კურიერთან” საუბრისას.

მძღოლის თქმით, მოზარს თავს ერთი პირი დაესხა და დანა პოლიციის თანამშრომლებმა უკვე ამოიღეს.

ქირურგის თქმით, მოზარდს მუცლის ღრუში გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა, რამაც კუჭის, პანკრეასის და ქვემო ღრუ ვენის დაზიანება გამოიწვია. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 19-108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა. ეს ეხება ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com