ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „თვალთხარია“ მინისტრს-გიორგი გახარიას აპრემიერებენ-დასაწინაურებელია გიორგი   გახარია?

„თვალთხარია“ მინისტრს-გიორგი გახარიას აპრემიერებენ-დასაწინაურებელია გიორგი   გახარია?

 

 

 ყველა დროში ყველას რომ ყველაფერი შერჩა, ამას ალბათ შევეჩიეთ  და ყველა უბედურებასაც, შევარნაძის  ხელისუფლების დროიდან  დღემდე (ავადსახსენებლ კომუნისტებზე აღარაფერს ვამბობ) ხელისუფლება ხალხზე  სულ ძალადობდა  და ძალადობს დღესაც…

20-21 ივნისის დღეს,  მე, როგორც ერთი ჟურნალისტი (არასოდეს არცერთი ხელისუფლების მომხრე არ ვყოფილვარ)  აქციაზე ვიყავი და ვაშუქებდი იქ მიმდინარე პროცესებს.

10 საათზე  კამერა გამეთიშა, არადა, ძალიან მინდოდა გადამეღო რაც იქ  ხდებოდა…

ხალხის ნაკადი  პარლამენტის მხარეს მოაწვა და  საშინელი ჭყლეტა იყო,  აირია სიტუაცია.იქ   იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, აქტივისტები და  პოლიტიკური პარტიის  ლიდერებიც… იქ იყო  გუბაზ სანიკიძე, რომელიც სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და  ჟურნალისტებთან  ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულზე საუბრობდა, შემდეგ სადღაც გაქრა.  შალვა ნათელაშვილი  აქციაზე   სიტყვით რამდენჯერმე  გამოვიდა,ისიც ჩუმად  წავიდა..  ნიკა მელია აქციაზე იმ დროისთვის არ ჩანდა  .. ის ბოლოს  მოსულა… ბოკერია დარბოდა აქეთ- იქით. ირაკლი ოქრუაშვილი  აქციაზე რამდენჯერმე მოვიდა  და  წავიდა  ოჯერ სიტყვით გამოვიდა, პრესასთანაც გააკეთა კომენტარი…რაღაც ხასიათზე არ იყო.. ვაშაძე ულიმატუმებს უყენებდა ხელისუფლებას და  ბიძინა ივანიშვილს. 

გიგი უგულავა ყვიროდა,  მაგრამ არავინ უსმენდა… ერთი სიტყვით, მიტინგის ლიდერი პოლიტიკოსების უმეტესობა ნელ-ნელა მიტინგიდან გაიპარა და  ბოლოს აქციაზე სულ რამდენიმე პოლიტიკოსი დარჩა: ირაკლი ოქრუაშვილი, მელია, უგულავა, რომელიც როგორც კადრებიან  ვიხილეთ, რომ პარლამენტის შესასვლელში ჭყლეტაში მოყვნენ.

თემა იყო – რატომ ჩაჯდა პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვი და  ვინ მიიწვია,  გადადგეს გახარია, პარლამენტის თაჯდომარე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები-სისტემა უნდა დაინგრეს და. აშ

პარლამენტში შესვლაზე  საუბარი  არ ყოფილა… ბოლოს ნიკა მელია გამოჩნდა და იმის იდეა იყო, როგორც ჩანს…

ახალგაზრდების უმეტესობა პარლამენტის კიბეებზე იდგა… იყო ქაოსი, ჭყლეტა, ვერ გაიგებდი ვინ რას იძახდა… უკვე ძალიან აირია სიტუაცია.. მეგონა მშვიდად დამთვრდებოდა  აქცია- კიდევ კარგი წამოვედი, არადა, მინდოდა გადამეღო იქ რაც ხდებოდა,  სანამ კამერა არ გაითიშებოდა იქ ვიქნებოდი, ვინ იცის, იქნებ თვალგამოდხრილიც…

___ რაც შემდეგ მოხდა, ყველაფერს ტელევიზიი ვუყურებდი, რა თმა უნდა არ მომეწონა  რაც იქ ხდებოდა, პოლიციას ფარები რომ წაართვეს და შეტევაზე გადავიდნე…

იქ არ ვიყავი და ვერ ვიტყვი, ვინ რა დაიწყო და  ვინ მოახდინა პოლიციასა და  აქციის მონაწილეებს შორის  შეტაკების პროვოცირება…

ერთი კი ცხადზე ცხადი გახდა, სპეცნაზს დამიზნებით არ უნდა ესროლა და თვალები არ უნდა დაეთხარა ახალგაზრდებისთვის… (რომ არ წამოვსულიყავი, მეც მათ დღეში აღოვჩნდებოდი, ვინ იცის…)

ვის უნდა აეღო პასუხისმგებლობა მომხდარ უბედურებაზე, თუ არა ხელისუფლებას? ერთი კაციც რომ დაშავებულიყო სახელმწიფოს  პასუხი უნდა ეგო.

ჩემი აზრით, ლოგიკური იქნებოდა შს მინისტრის გადადგომა და მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება, ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებზე ვინც აციაზე  მშვიდობიანად იყო მისული და დაშავდა,   თვალი დაკარგა… მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ შს  მინისტრი მართალია…( სამწუხაროდ, საზოგადოების არცთუ ისე დიდი  ნაწილიც ეთანხმება ამას).

გახარიას გადადგომას ამ დრომდე ითხოვს საზოგადოების დიდი ნაწილი, მაგრამ გადადგომის რა მოგახსენოთ,  ახლა ამ „თვალთხარია“ მინიტრს-გიორგი გახარიას  უკვე აწინაურებენ-  ხვალიდან  ის პრემიერადაც  შეიძლება ვიხილოთ.

დასაწინაურებელია თუ არა  გიორგი   გახარია? ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდვია-იმის შემდეგ, რაც მოხდა 20-21 ივნისს  შს მინისტრის პასუხისმგებლობაცაა-ის არ უნდა გაპრემიერდეს-ეს ადამინების სულში ჩაფურთხებაა და სხვა არაფერი…

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გაცვალეთ რომელიმე დაპატიმრებულ სეპარატისტში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი“

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გავისუფლეის გზას სთავაზობს. „გაცვალეთ რომელიმე დაპატ ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com