ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თემირლან მაჩალიკაშვილი: „და ზუსტად ასე, მე უნდა ავიფეთქო თავი ქალაქში, მეტრო „სადგურის მოედნის“ გაჩერების შიგნით!“-ექსპერტიზის დასკვნიდან

თემირლან მაჩალიკაშვილი: „და ზუსტად ასე, მე უნდა ავიფეთქო თავი ქალაქში, მეტრო „სადგურის მოედნის“ გაჩერების შიგნით!“-ექსპერტიზის დასკვნიდან

ეს იმ წაშლილი მოკლეტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტია, რომელიც ამერიკაში ჩატარებული სამართლებრივი ექსპერტიზისას თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონიდან აღადგინეს. სწორედ, იმ iphone-დან, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა. მოკლეტექსტური შეტყობინებები whatsapp-ის აპლიკაციითაა გაგზავნილი, ნომრიდან რომლის ბოლოს სამი ციფრი – …800-ია. „იმედის კვირის“ მიერ მოპოვებული ჩანაწერები საგამოძიებო მასალებია. მიმოწერა არის ჩეჩნურად, ლათინური ასოებით.

თემირლან მაჩალიკაშვილი: იცი, რა არის ისტიშხადი?

უცნობი: მე რა ვიცი?

თემირლან მაჩალიკაშვილი: თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები.

უცნობი: ხოო… გავიგე…

თემირლან მაჩალიკაშვილი: და მას ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა, როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში.

უცნობი: ჰოო…

უცნობი: კარგი რა, საკმარისია!

თემირლან მაჩალიკაშვილი: თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის…

 უცნობი: ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი!

თემირლან მაჩალიკაშვილი: ის ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი…

 

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com