ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / თეა წულუკიანი- „ შეწყალებული ერთი პირი 2009-2010 წლებიდან ძებნილია და სამი იყო მკვლელობის მუხლით გასამართლებული “

თეა წულუკიანი- „ შეწყალებული ერთი პირი 2009-2010 წლებიდან ძებნილია და სამი იყო მკვლელობის მუხლით გასამართლებული “

 

 

„როდესაც ეს აქტი ვიხილეთ, ვნახეთ, რომ საუბარი იყო 24 შეწყალებულ პირზე. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი პატიმარი არ იყო და იყო 2009-2010 წლებიდან ძებნილი. დანარჩენი 23 პატიმარიდან სამი იყო მკვლელობის მუხლით“ -აცხადებს იუსტიციის მინისტრთეა წულუკიანი.

 გარდა ამისა,დანარჩენი სხვადასხვა მუხლები გახლდათ – ნარკოტიკული დანაშაული, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა ამგვარი ტიპის ქმედებები. ასევე, შეწყალებული იქნენ პრობაციონერები. მათთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ გაჩენილა .საბედნიეროდ და შეწყალების ეს აქტი შევიდა პრობაციის სააგენტოში ასევე მარიამობის წინა დღეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული სამი პირი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მისივე თქმით, მესამე შეწყალებული სავარაუდოდ ზურაბ ნადირაძეა.

„მესამე ალბათ ეს არის. არ ვიცი გვარები ზეპირად. ოთხმეზურის საქმე ვიცი კარგად და ამიტომ შემიძლია, დავადასტურო, რომ მისი მკვლელი არის შეწყალებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ასევე პოლიციელის მკვლელობაზე მსჯავრდებული დევაძეა. მესამე მსჯავრდებულის გვარი არ მახსოვს, მაგრამ სამი პირი იყო 109-ე მუხლით ვინც იხდიდა სასჯელს და შეწყალებულია მარიამობის დღესასწაულზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

28 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისია მიმდინარე წლის დასაწყისში გააუქმა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ  შეწყალების აქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას არავითარი კომუნიკაცია არც  იუსტიციის სამინისტროსთან და არც  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებასთან არ ჰქონია.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„სამეგრელოში დამატებითი საპოლიციო ძალები იქნება მობილიზებული -მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში“

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com